ირაკლი სირბილაძე – შეხვედრის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთდღეს ფინური ინტერ ტურკუ უეფას ევროპის ლიგის, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჰოლანდიაში, ტვენტეს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ინტერის ქართველ ათიანს, ირაკლი სირბილაძეს დავუკავშირდით და მატჩის წინ ინტერვიუ ჩამოვართვით.
- ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაცი ეტაპზე თქვენი მეტოქე ტვენტეა. როგორ შეაფასებდი მეტოქეს?
- ენსხედურ კლუბზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. ყველას კარგად მოეხსენება თუ რა დონის გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ტვენტესთან ძალზედ რთული მატჩი გველის, თუმცა იმედიანად ვართ. სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება გუნდის პირველი მეკარე, რომელსაც ტრავმა აქვს, სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა. ფსიქოლოგიურად ყველანი მზად ვართ ამ დაპირისპირებისთვის და შეხვედრის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ.
- რა შედეგი იქნება ინტერისთვის დამაკმაყოფილებელი?
- მოდით ვიყოთ რეალისტები. მეტოქე ტვენტეა, პიველი თამაში სტუმრად გვიწევს. ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომელთაც ევროსარბიელზე გამოსვლის მეტი გამოცდილება გააჩნიათ – აქედან გამომდინარე ვფიქრობ ფრე ძალიან კარგი შედეგი იქნება.
- შენს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იქნება…
- ნამდვილად. აქამდე ასეთ ძლიერი და სახელოვანი გუნდის წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში ფაქტობრივად არც მითამაშია.
- გულშემატკივარი ირაკლისგან მორიგ გოლს ელის…
- იმედი მაქვს, კარგი თამაში გამოვა. მოხარული ვიქნები თუ კი გოლის გატანასა და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანას შევძლებ.
ავტორი: ირაკლი ხვედელიანი
http://fanebi.com/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83...83%94%E1%83%93/
მიმაგრებული სურათი