ირაკლი სირბილაძე – სამშობლოსთვის თავს არ დავზოგავფინური ინტერის ქართველი ათიანი, ირაკლი სირბილაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ჯვაროსანთა გუნდში იხმო. სანაკრებო მატჩის წინ ვაიკაუსლიგის ქართველ სნაიპიერს TPS-სთან პრინციპული შეხვედრა ელის. მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, ირაკლი სირბილაძეს შევეხმიანეთ და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
ირაკლი სირბილაძე - დღეს მეტად პრინციპული თამაში გველის. სამწუხაროდ ტრავმის გამო კვლავ ვერ დაეხმარება გუნდს ორი მოთამაშე, მათ შორისაა გუნდის ძირითადი მეკარე – მანუს ბანე. TPS-სთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ – ამ გამარჯვებით კი ჩემპიონობას კიდევ უფრო მივუახლოვდებით. ძალიან მსურს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლით გამოვცხადდე, თუმცა მთავარი მაინც გუნდურობა და დღევანდელი თამაშის მოგებაა. დილით კი ლუქსემბურგში გავემგზავრები, სადაც ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიას კოლექტივთან ერთად მოვემზადები. იმედი მაქვს ჯვაროსანთა ღირსების დასაცავად მოედანზე მომიწევს გასვლა, გულშემატკივარმა კი მინდა იცოდეს – სამშობლოსთვის თავს არ დავზოგავ.
დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ TPS-ისა და ინტერის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით სტარტს 19:30 საათზე აიღებს.
http://fanebi.com/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83...83%9D%E1%83%91/
მიმაგრებული სურათი