სირბილაძე ფინეთის ბომბარდირობას გეგმავსფინეთის “ინტერის” თავდამსხმელი ირაკლი სირბილაძე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა თემურ ქეცბაიამ ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩისას გამოიძახა და ფეხბურთელმა თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
ირაკლის ფინეთში დავუკავშირდით და როგორც ნაკრების თამაშზე, ასევე გუნდზეც ვესაუბრეთ.
_ ლუქსემბურგთან მატჩისას, შენი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში, რომ გვითხრა შენი შტაბეჭდილებები?
ირაკლი სირბილაძე: პირველ რიგში მადლობა ბატონ თემურს, რომ ნაკრებში მიმიწვია და შანსი მომცა. რაც მთავარია ყველა კარგად შემხვდაა. კარგად მიმიღეს როგორც უფროსობამ, ასევე ფეხბურთელებმა. გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ვფირქობ, კარგ თამაშს აჩვენებს გუნდი ამ შესარჩევზე და კარგი შედეგიც იქნება.
_ თვითონ თამაშზე რას იტყვი და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი თამაშით?
ირაკლი სირბილაძე: უბრალოდ, მსაჯმა გააფუჭა თამაში, ძლიან ცუდი მსაჯობა იყო. ჩემს თავზე ვერაფერს ვიტყვი, ეს მწვრთნელებმა უნდა თქვან არიან თუ არა კმაყოფილები. მე რაც არ უნდა კარგად ვითამაშო, საერთოდ მაინც უკმაყოფილო ვიქნები საკუთარი თავის.
_ ნაკრები ისეთი დაგხვდა შიგნით, რაც გარედან წარმოგედგინა?
ირაკლი სირბილაძე: ნუ თითქმის.
_ როგორ ფიქრობ მოგეცემა შანსი შესარჩევ ეტაპზეც თამაშის?
ირაკლი სირბილაძე: არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ეს მთავარი მწვრთვნელის გადასაწყვეტია. თუ დამიძახებენ გამიხარდა, რა თქმა უნდა რომც არ დამდიძახონ არ ვიქნები ნაწყენი - ესეგი ასე იყო საჭირო.
_ ფინეთის ჩენპიონატში ასპარეზობ უკვე რამდენიმე წელია. როგორი ჩემპიონატია, რამდენად ძლიერია?
ირაკლი სირბილაძე: 3 წელზე მეტია აქ ვარ და ან კარგად ვგრძნობ თავს. კარგი ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერი არის. არავის არ ეგონოს ფინეთში ადვილი იყოს თამაში. დიდი ტრამპლინია იმისთვის, რომ აქედან წახვიდე ძლიერ გუნდში თუ თავს გამოიჩენ.
_ საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებ თვალს და როგორ შეადარებდი ფინეთისა და საქართვრელოს ჩემპიონატს ერთმენეთს?
ირაკლი სირბილაძე: სისტემატიურად ვერ ვადევნებ, შეძლებისდაგვარად. კარგია ბევრი გუნდი, რომ გაძლიერდა როგორც ფინანსურად, ასევე ინფრასტრუქტურით. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დონის ამაღლებას. რაც შეეხება ფინეთს, აქ უფრო ფიზიკური ფეხბურთია, თუ ფიზიკურად მზად არ ხარ გაგიჭირდება თამაში, საქართველოში მეტი ტექნიკაა. აქ უფრო რთულია თამაში ვიდრე საქართველოში.
_ “ინტერი” ევროპის ლიგაზე ასპარეზობდა, რა დააკლდა გუნდს რომ ჯგუფურ ეტაპამდე მისულიყავით?
ირაკლი სირბილაძე: ვფიქრობ, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. ჰოლანდის “ტვენტე” ჩვენზე ძლიერი გუნდია - კლასის ხარჯზე მოგვიგეს.
_ ამის მიუხედავად გუნდის მობმარდირი ხარ...
ირაკლი სირბილაძე: კი გუნდის ბომბარდირი ვარ და ჩემპიონატში 1 ბურთით მისწრებს იამაიკელი ფეხბურთელი. მაგრამ 11 ტური არის დარჩენილი ჩემპიონატის დამთავრებბამდე და ყველანაირად ვეცდები, რომ ყველაზე მეტი გავიტანო და ბომბარდირი გავხდე, და ჩემპიონი გახდეს ჩემი გუნდი.
http://sportuli.info/fexburti/24--.html