სიბომ შეგდო გუშინ

პირადად უკვე მივულოცე, აქ ვერ მოვახერხე გუშინ შემოსვლა
სირბილაძის მე-11 ირაკლი სირბილაძეს ფინეთში გოლი თითქმის გამოწერილი აქვს - კვლავ გაიტანა. "ინტერი"-"იაროს" შეხვედრა 3:1 დასრულდა და ირაკლიმ 55-ე წუთზე მიითვალა გოლი, რითაც 2:1 დააწინაურა თავისიანები. ეს სირბილაძის მე-11 გოლია სეზონში და "ვაასას" ფორვარდ მორისეისთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა სიას.
ისიც ვთქვათ, რომ "იარო" სირბილაძის ყოფილი გუნდია. "ინტერი" კი ლიდერია - ოთხქულიანი ჰანდიკაპით.
რუსულ პრემიერლიგაში, "კრასნოდარმა" სტუმრად 2:2 ითამაშა "ამკართან" და 6 ტურის შემდეგ, მე-8 ადგილზეა. ალეკო ამისულაშვილმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი და მე-60 წუთზე (როცა უკვე 2:2 იყო) გოლიც გაიტანა, თუმცა, არბიტრმა გააუქმა: სანამ დაარტყამდა, ხელით თამაში დაუფიქსირა.
რაც შეეხება "კრასნოდარის" მეკარე ნუკრი რევიშვილს, ის კვლავაც განაცხადს მიღმა დარჩა. რევიშვილმა ვარჯიში სამი დღის წინათ დაიწყო.
ჰოლანდიაში, "ვიტესმა" სტუმრად, ბრაზილიელი ჟონათან რეისის დუბლით, 2:0 აჯობა "ვილემ II"-ს. ქართველთაგან მხოლოდ გურამ კაშიამ ითამაშა (90 წუთი), გიორგი ჭანტურია სათადარიგო გახლდათ, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 18 კაცში არ იყო. "ვიტესს" სამ ტურში 7 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" შინ 0:1 წააგო "აალენთან". ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, ხოლო ნიკა გელაშვილი 87-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "ბოხუმს" სამ ტურში 3 ქულა აქვს და მე-12 საფეხურზეა.
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=41263&lang=1
მიმაგრებული სურათი