სირბილაძე შეუჩერებელია!შესანიშნავ სეზონს ატარებს ფინეთის ჩემპიონატში, ინტერის “ტურკუს” ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე. მისმა გუნდმა მორიგი შეხვედრა მოიგო და ამ გამარჯვების მთავარი შემომქმედი სწორედ იგი გახლდათ.
სირბილაძემ საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა,გუნდს კი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ინტერის “ტურკუ” ჩემპიონობისთვის იბრძვის, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა , რაც შეეხება ქართველს, რომელიც უგოლოდ თითქმის არცერთ შეხვედრას არ ტოვებს, 13 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა შორის ღირსეულად პირველი ადგილი უკვაია.
შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელი თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ეს კი ძალიან კარგად უნდა წაადგეს ჩვენს გუნდს
ავტორი: ედემი ელერჯია
http://fanebi.com/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83...83%98%E1%83%90/
მიმაგრებული სურათი