ირაკლი სირბილაძე – მომავალ შეხვედრას ჩემპიონის ვინაობის ნაადრევად გამორკვევაც კი შეუძლიაფინეთის საფეხბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ვაიკაუსლიგის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, უმთავრესი ტიტულის მოპოვების რეალურ შანსს ერთდროულად სამი გუნდი ინარჩუნებს. ინტერ ტურკუ, ჰიკ და ტპს – ეს გუნდები ამჟამად ფინეთის ჩემპიონატის საპრიზო ადგილებს ინაწილებენ. 23 სექტემბერს ფინეთის ჩემპიონატის XXVII ტურში ერთმანეთს პირველ ადგილზე მყოფი ინტერი და მეორეადგილოსანი – ჰიკ დაუპირისპირდებიან. ფინური ინტერის ქართველ ათიანს, ირაკლი სირბილაძეს, რომელიც გასულ ტურში ორი გატანილი ბურთით გამოირჩა, პრინციპული თამაშის წინ საკლუბო და სანაკრებო თემებზე გავესაუბრეთ.
– პირველ რიგში მოახლოებულ შეხვედრაზე რას იტყოდი?
– ჰიკ რა დონის გუნდია და რას წარმოადგენს ფინური ფეხბურთისთვის ვგონებ ყველას მოეხსენება. ჰელსინკის საფეხბურთო გუნდს 24–ჯერ აქვს ფინეთის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული, ფინეთის თასის გათამაშებაზე 11–ჯერ იმარჯვა, 4–ჯერ კი ლიგის თასის მოგებაც მოახერხეს. ერთი სიტყვით სერიოზული მეტოქე გვყავს. სადღეისოდ პირველ–მეორე ადგილზე სწორედ ჩვენ და ჰელსინკის გუნდი ვართ, ვფიქრობ მომავალ შეხვედრას ჩემპიონის ვინაობის ნაადრევად გამორკვევაც კი შეუძლია.
– ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი ხარ, პრინციპული შეხვედრების წინ გულშემატკივარი კიდევ უფრო მეტს მოგთხოვთ…
– რა თქმა უნდა სასიხარულოა, რომ ფინეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს ვიკავებ, თუმცა ჩემთვის უფრო მთავარი გუნდის წარმატება არის. რა დასამალია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ბოლომდე ლიდერობა შევინარჩუნო ინდივიდუალური ტიტულისთვის ბრძოლაში და ამავდროულად ინტერთან ერთად ჩემპიონობისთვისაც ვაგრძელებ ბრძოლას.
– რას იტყოდით თქვენს ერთგულ გულშემატკივრებზე. Ultraboyz–ის წევრები თქვენს ყველა თამაშს ესწრებიან. საინტერესოა, როგორი ურთიერთობა აქვს ირაკლი სირბილაძეს ქომაგებთან?
– ჩვენი გულშემატკივრები უდიდეს პატივს ცემენ ინტერის თითოეულ წევრს. მათგან სითბო და კარგი, გამამხნევებელი მუხტი მოდის. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, Ultraboyz_ის წევრებისგან დიდ თანადგომას ვგრძნობ, ეს ყველაფერი კი დიდ დახმარებას მიწევს მოედანზე.
– ჰელსინკში ჰიკ–თან თამაშის შემდეგ შესაძლოა მალევე მოგიწიოს დაბრუნება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ოქტომბერს ფინეთს დაუპირისპირდება…
– რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს, ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში მეც მსურს. თუ რა შემადგენლობით იასპარეზებს ჯვაროსანთა გუნდი ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ეს თემურ ქეცბაიაზე უკეთ არავინ იცის. ჩვენს ნაკრებს რთული თამაშები ელის როგორც ფინეთში, ასევე ბელორუსში… თუმცა თუ კი ისეთივე შემართებითა და მონდომებით ვითამაშეთ, როგორც ესპანეთთან, ვფიქრობ, შეხვედრების წარმატებით დასრულება არ უნდა გაგვიჭირდეს.
ავტორი: ირაკლი ხვედელიანი
http://fanebi.com/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83...83%90%E1%83%95/» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Who posted in: ► ირაკლი სირბილაძე
Poster Posts
SPIRIT CRUSHER 517
Alix 50
tos_ka 30
DINAMOFAN 30
ლივერმენ 27
Beso1980 18
zabzu 13
wit-georgia1 12
BIZ-OO1 11
blaugrana 10
sammolino 10
ვალენსია 10
koba_72 8
G37 8
r-evolution: 8
Zakharius 8
henry13 8
ballack13 7
grigalaaa 7
JubaGr 7
mancunia89 6
Rock legend 6
dinamosfan 6
Blaugrana_Ika 6
tupac1991 6
imerely 5
Fanebi 4
gia-gia-gia 4
sergi_dinamo 4
Henyd0r1 4
Mazivski 4
Raul Tamudo 4
cibira 3
Jorik 3
pasledni-mohikani 3
mcenare-99 3
Bebbera 3
zuka_FCB 3
dundee 3
The-Prodigy With Fuck N69 3
4a4a 3
TheShoti 2
მეგრელა 2
Alternick 2
mixeilius 2
Giusha30 2
PITA777 2
dima z3stafan 2
ბაო 2
TOTALMAN 2
Temozaurus 2
TheScientist 2
mate17 2
buachidze5678 2
ვიღაც 2
maxo111 1
ბენი 1
FCTK 1
დანელია 1
beso19882 1
levaa 1
achi-anchabeli 1
Jio Wanderer 1
ყოჩები-დათო 1
KR@ZANA 1
East2 1
bodbeli 1
tbiliso_city 1
java83 1
keYa 1
Rene Adler 1
ა თ უ კ ა 1
ჯ ა ნ ო 1
wrangler26 1
zakx 1
Skid Row 1
Qash 1
Paranormal 1
baggio_ge 1
Donnie 1
სკილეტა9 1
მადეირა 1
Jubа 1
Go Ahead Eagles 1
geor-gien 1
vanika 1
iago777 1
N-K 1
Close window & open topic
დაგაინტერესებთ
This post has been edited by SPIRIT CRUSHER on 19 Sep 2012, 16:41
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)