ანანიძის გოლი რუსეთის თასზეჯანო ანანიძემ რუსეთის თასზე გაიტანა. 1/16-ფინალში (რაუნდი ერთმატჩიანია) მოსკოვის "სპარტაკმა" სტუმრად "სალიუტს" სძლია. უნაი ემერის გუნდი აგებდა და 33-ე წუთზე სწორედ ჯანომ გაათანაბრა: მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი დაახლოებით 13 მეტრიდან ერთი შეხებით გადაგზავნა კარში - კარგი შესრულება იყო. შემდეგ კი, დემი დე ზეუვმაც შეაგდო და "სპარტაკმა" იმარჯვა.
ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა და ბოლო წუთებზე "სალიუტის" ფეხბურთელიც გააძევებინა მსაჯს - უხეშობისთვის.
"კრასნოდარი" სტუმრად 81-ე წუთამდე აგებდა ძერჟინსკის "ხიმკისთან", თუმცა 2:1 იმარჯვა. ნუკრი რევიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ალეკო ამისულაშვილი კი, მინდორზე არ გამოჩენილა. ერთიც, "კრასნოდარში" შეცვლაზე ითამაშა 18 წლის ნიკა ჩხაპელიამ. "მსოფლიო სპორტს" ადრე ეწერა ამ ფეხბურთელზე. ის ფორვარდია, რუსეთის მოქალაქეა და 17-წლამდე ნაკრებშიც ჰყავდათ.
"ვოლგამ" სტუმრად 0:2 წააგო ომარ თეთრაძის პოდმოსკოვიეს "ხიმკისთან" და გავარდა. გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა.
პოლონეთში კობა შალამბერიძის "ფლოტამ" ლიგის თასზე 4:0 სძლია ქვედალიგელ "პიმორსკის". ქართველმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და 2 საგოლე პასიც გააკეთა. "ფლოტამ", რომელიც პოლონეთის I ლიგაში დამაჯერებლად ლიდერობს, იმ ფეხბურთელებით ითამაშა, რომლებიც წინა ტურში მინდორზე არ იყვნენ.
ბელარუსის თასზე, "ბრესტმა" სტუმრად 5:1 სძლია მოზირის "სლავიას". გამარჯვებულთაგან ერთი გოლი ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა, უჩა გოგოლაძემ გაიტანა, კერძოდ, 43-ე წუთზე 2:1 გახადა ანგარიში.
ლატვიაში საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა მამუკა ღონღაძის დაუგავპილსის "დაუგავა", რომელმაც 1:0 აჯობა "მეტას". მამუკას ამჯერად არ გაუტანია, თუმცა, ბომბარდირთა დავაში პირველობას ინარჩუნებს. "დაუგავა" 6 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს და სულ 6 ტურია დარჩენილი.
ფინეთში, ირაკლი სირბილაძის "ინტერმა" სტუმრად 0:0 ითამაშა "იუვასკილასთან" და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. ახლა ჰიკ-სა და "ინტერს" თანაბარი ქულები აქვთ და მათ ერთი ქულით ჩამორჩება ტპს. სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა. წინ 5 ტურია დარჩენილი.
რუმინეთში, აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" ქვედალიგელ "კარაკალს" 2:1 სძლია და თასის მერვედფინალში გავიდა. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=42632&lang=1
მიმაგრებული სურათი