ქეცბაიამ 24 ფეხბურთელს უხმო, დვალი სიაში ისევ არ არისსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფინეთში 8 ოქტომბრიდან შეიკრიბება
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი კალენდარული მატჩისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელთა 24-კაციანი სია დაასახელა, სადაც ვერ მოხვდა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და მეგოლე ჯაბა დვალი, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ თემურ ქეცბაიამ დვალი, ვაწაძის ნაცვლად, “იძულებით” გამოიძახა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა ტრავმის გამო ვერ შეძლო შეკრებაზე წასვლა.
გუნდს ვერ დაეხმარება მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც ტრავმა ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო.
ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში პირველად უხმო გორის „დილას“ მცველს - გულვერდ თომაშვილს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებებში ჰქონდა ნათამაშები.
გუნდი რვა ოქტომბრიდან ფინეთში შეიკრიბება, სადაც 12 ოქტომბერს ფინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ქეცბაიას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“), ომარ მიგინეიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („გაზ მეთანი“, რუმინეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („ბაკი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი („დილა“, გორი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), დათო კვირკველია („დილა“, გორი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე („არსენალი“ კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), ლევან ყენია („კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული („დილა“, გორი), დავით დევდარიანი („ორჰუსი“, დანია)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი სირბილაძე („ინტერ ტურკუ“, ფინეთი)
მომდევნო მატჩს ეროვნული ნაკრები, 16 ოქტომბერს, ბელარუსში გამართავს.
http://globalnews.com.ge/?l=G&m=5&ID=8572სუბსოოოოოოოოოონ
მიმაგრებული სურათი