თარგამაძე "ილიჩივეცს" დაუბრუნდადავით თარგამაძე თურქულ შეკრებაზე "ილიჩივეცს" შეუერთდა, სადაც ზაფხულამდე იჯარით დარჩება. გეცოდინებათ, ქართველმა გარემარბმა დონეცკის "შახტარტან" ერთად გაიარა შეკრება, თუმცა უკრაინის საუკეთესო კლუბში გადაწყვიტეს, რომ დავითი მაინც დაეთმოთ მარიუპოლელთათვის. დიდწილად ეს იმან განაპირობა, რომ "შახტარმა" გარემარბი ვილიანი დაიტოვა გუნდში – არადა, ლონდონის "ჩელსიში" მისი გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო.
თარგამაძე 13 თებერვალს "ილიჩივეცსა" და სლოვაკურ "ტატრანს" შორის ტესტ-მატჩში ითამაშებს.
ამ დროისათვის რომ მემგონი ესე ჯობდა