ორშაბათს ვიყავი ამ თემებზე სასაუბროდ

მარცხნივ, თეთრი კასტუმით,
კაგებეშნიკი რაჟდენ ნიკალაევიჩ ღვინაძე
მარჯვნივ შავი პიჯაკით
დინამოს საბჭოს თავმჯ. მოადგილე გუგული დიდიძე =
დე-ფაქტო განაგებდა დინამოს, რადგან
თავ’რე შსს მინისტრი იყო და მაგას სპორტისთვინ სად ეცალა?
@ სპორტის სასახლეში 1 მარტის ჩხუბი ცეესკასთან და
თამაშის ჩაშლა არ ახსოვდა სამ ვეტერანს
@ დაკარგულ ოქმზე დამეთანხნენ, წინ რომ არ სდებოდა,
კილაძე ვერ გაიხსენებდა, ამ წუთზე ეს ანგარიში იყოო
@ ფინალის ბურთი თუ წამოვიღეთ, ეგებ მოვიძიოთ, სადააო
@ ეჭვი აქვთ, რომ დაკარგულია თვით თასის ასლიც
@ ვერ გაიხსენეს და კიდევ მოიკითხავენ, თუ
თას-აღებულებს რად გვაუქმეს არა-სრული თვე და
აგვისტოშიღა გაგვიშვეს სასტიკ ტურნეზე, რის გამოც
მეოთხე ადგილამდე დავეშვით
@ ძაან გაუკვირდათ, როცა მოვახსენე,
"ლელო" (ნოდარ გუგუშვილი) სულ კრიჭაში რად გედგათ’მეთქი
არაო, ჩვენ პრესასთან რა ხელი გვქონდა,
როგორც გავუბედავდით სიტყვის შებრუნებას
ან პასუხის მოკითხვასო =
მაგაში სულ ახლანდელ ვარსკვლავებს ჰგვანან, რაღა!

@ მილებით აწყობილი ჯოჯო იდგა ზედ სასახლესთან,
ახლანდელი მზაჭაბუკის ადგილზეო (ეგ დააყენეს 1969|70 წელს)
@ არა-საფეხბურთო ოქმები რომ არ ქვეყნდებოდა,
მოვახსენე ჩემი ვარაუდები:
(1) არ ეკუთვნოდა კალათბურთს, როგორც არა-პრივილიგირებულ სახეობას
(2) სავეცკი სპორტი არ აქვეყნებდა და მაგად ლელოსაც უფლება არ ჰქონდა
(3) მოიკოჭლებდა კალათბურთის გაშუქების კულტურა = თავად ვერ მიხვდნენ და უცხოური პრესაც არასოდეს ენახათ, რომ დაეწერათ მინიმუმ ასე:
დინამო: ალთაბაევი 17, ლეჟავა 16, უგრეხელიძე კილაძე 14 ...
+ პასუხად დამიმატეს მეოთხე, ყველაზე სარწმუნო ვერსია:
დამწერი თავად არ ითვლიდა თამაშის დროს და
მერე სამდივნოში მისვლა და გადმოწერაც ეზარებოდაო
@ ტყავის ყავისფერი ბურთი ერთბაშად შეიცვალა
ხელოვნურ-გარსიანი იაპონურითო (!)
წლის (სეზონის) დადგენა შეიძლება პრესასში ფოტოთა ანალიზით
@ ეგრევე გაუქმდა 3 ნომერი "სამი წამის" შემოღების შემდეგ,
რათა სამდივნოს მსაჯის ჟესტი სწორად გაეგოო

ვერის ბაღში ყოფილა სამი მოედანი =
გრძელი ღერძით, ერთი მეორის მიყოლებით
მთავარი იყოო შუა, სადაც ახლა სავარჯიშო დარბაზია =
მაგას ჰქონდა ყველაზე დიდი ტრიბუნა
მაგრამ 1960 ევრო-ფინალისთვის
ლეგენდარული დავით ქაჯაიას პროექტით გადაიხურა
ბოლო, მესამე და გაძლო 1985 წლამდე
"ბავშვთა კალათბურთის სასახლდის" სახურავი აქამდეც თურმე იგივეა =
მხოლოდ გვერდები ამოვუშენეთ და შენობად ვაქციეთო,
თანაც სანდრიკ გლურჯიძის წინააღმდეგობის მიუხედავად,
მაინც ჩავამატეთო ტაბლოს’კენა აივანი, რათა
ხელბურთის მოედანი ვეღარ ჩატეულიყო
"კალათბურთის ოდინდელ კერაშიო"
ეგრევე პროფ.გუგუშვილმა ზოოვეტის მოედანს შემოავლო ბადე,
რათა რაგბის ლელოებისთვის ადგილი არ დარჩენილიყო
@ დინამოცა და ბურევესტნიკიც ვვარჯიშობდით
ბოზ-ვახტანგას მიერ ბაზრად ქცეულ "ლენინის დარბაზშიო"
ხაზები ლამის კედლებზე გადიოდაო,
აივანზე კი მაქსიმუმ 500 მაყურებელი დაეტეოდა
შესვლა იყო სპორტ-კომიტეტის მიერ გაცემული საშვებით,
ანუ ჩაწყობითა და ნაცნობობით
ამის გამო დიდი თამაშის დროს
მილიციის სამ-რიგიანი კორდონი ერტყა დარბაზს
ერთხელ მაგათ ოთარ ქორქია ვერ იცნეს და არ შეუშვეს,
რაზეც ლეგენდა გადაირია, ეგ იგივეა,
ლენინი რომ არ დაასწროთ პარტ-ორგანიზაციის კრებასო
@ დიდი თამაშის ანონსიც მაგიტომ არ იყოო პრესაში =
ისედაც ნახევარმა ქალაქმა იცოდა და მეტი ჩოჩქოლი რაღად უნდოდათო
1960 ფინალი კეკელიძის წაგებული არ არის =
ავალიშვილი თავად წარმართავდა ყველა თამაშს =
ჰა-ჰა, ძველ დროში ქორქიას ან ჯორჯიკიას ეთხოვათ,
ვინმე შეცვალეო
ჩვენი კლიპის ჯერი როდის დადგება?@ ბალტიელებს (სტალინის გამო) არ ვეჯავრებოდით =
იცოდნენ, რომ რუსეთმა დაიპყრო ეგ ქვეყნებიო
ძაან კარგი ხალხია, გინება საერთოდ არ იციან =
"კურატ" იტყვიან, ეშმაკმა დალახვროსო =
თუ გინება მოუნდებოდათ, რუსულად "ჲობ" იტყოდნენო
ჩვენ ძაან გვეძმაკაცებოდნენ სამივე ერის გუნდები
და მხოლოდ რუსები არ უყვარდათო
@ გუნდში იყო კონკურენცია = ბებრები | ჯეელები
ვარჯიშებზე ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ
მაგის გამო მისულ მსაჯს რომ დაეჯარიმებინა, ეჩხუბებოდნენ =
ანუ ლელოში მართალი წერია
მაგის გამო ვარჯიშზე ქალებთან მივდიოდითო
@ კალათბურთული ოჯახი ორი გაიხსენეს:
ლჲოვა ძეკონსკი და ნელი ტოტიაშვილი
ბორია სარქისოვი და ლჲალჲა ბათმანოვა
###
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 7 Jun 2012, 10:44