NBA-ს მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ორლანდოს" ესტუმრა და 91:94 წააგო. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ცენტრს.
ზაზამ წინა მატჩში, "მაიამის" წინააღმდეგ მარჯვენა ფეხი იტკინა და "ორლანდოსთან" თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა.
სხვათა შორის, ფაჩულიას ორლანდოში დიდებული დახვედრა მოუწყვეს. ყოფილ კალათბურთელს პუბლიკა თბილად შეხვდა, ხოლო მის საპატივცემულოდ კლუბის ხელმძღვანელობამ თამაშის ერთ-ერთი პაუზისას, პირველ მეოთხედში დიდ ეკრანზე ზაზასთვის მიძღვნილი ვიდეოკლიპი აჩვენა. ეს კი დიდი პატივისცემის ნიშანია.
შეგახსენებთ, რომ ზაზა "ორლანდოში" 2003-04 წლების სეზონში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით 59 მატჩი ითამაშა.
http://sportall.ambebi.ge/kalatburti/qarth...-dakhvdnen.html This post has been edited by Franziskaner on 14 Nov 2013, 17:59