http://worldsport.ge/ge/page/fachuliam-sez...i-dublit-gaxsnaფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნაზაზა ფაჩულიამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა. ქართველმა ცენტრმა ნიუ იორკში “ნიქსთან” წაგებულ (83:90) მატჩში 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც “მილუოკი ბაქსში” სწორედ ახალი სეზონის წინ გადაბარგდა, სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, პირველივე შეხვედრაში დაამტკიცა, რომ ლარი სანდერსს მთელი თავით აღემატება. ამ უკანასკნელმა 5 პერსონალური ფოლი მალევე “აკრიფა” და 12:21 წუთში მოედანი უქულოდ დატოვა.
თავის მხრივ ზაზამ 33:53 წუთში (სტუმართაგან მასზე მეტი დრო მხოლოდ ო ჯეი მაიოს დაეთმო) 10-დან 6 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და აღნიშნულ მონაგარს 3 პასი და 2 ჩაჭრაც მიაყოლა. ქართველმა კალათბურთელმა 2 შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ფაჩულიას გარდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგ დუბლი შეასრულა, “ნიქსის” ლიდერი კარმელო ენტონი იყო. მის ანგარიშზე 19 ქულა და 10 მოხსნაა. გადამწყვეტ მომენტებში ჩინებულად გაისარჯა ტაისონ ჩენდლერიც, რომელმაც 10 ქულას 6 მოხსნა და ერთბაშად 5 დაფარება მიაყოლა.
სწორედ აღნიშნულ კალათბურთელთა დახმარებით, ნიუ იორკელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს, არადა, მოგებული მატჩის წაგებამდე სულ ცოტა დააკლდათ.
შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 25 (!) ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედის შუაწელს ლიდერის როლში უკვე “ბაქსი” გახლდათ. ფაჩულიას და მის თანაგუნდელთა სამწუხაროდ, ბოლო წუთები უკეთ ისევ მასპინძლებმა ჩაატარეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.
მილუოკელებს სეზონის მე-2 მატჩიც სტუმრად ელით. 2 ნოემბრის დილას ისინი ბოსტონში “სელტიქსს”
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)