უნგრეთზე ამბობ? მე მგონია რო 1999 წლის დანია, პლეი ოფი რო მოგვიგო უკეთესი გუნდი იყო აშკარად ...
ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო თაობა გვყავდა მაშინ..თბილისში პირველი ტაიმი ლამის ტოლ-სწორი ვეთამაშეთ და ერთი ბურთით წავაგეთ
მეორე ტაიმში კიდე ლარს კრისტიანსენმა აგვიკლო, რომელმაც მერე ორჯერ მოიგო ევროპა და ჰიერმინდმა..მაშინ ორივე გერმანიაში თამაშობდა
ასეთ წინააღმდეგობას ნაღდად არ ელოდნენ დანიელები და თავი იმით იმართლეს, რო რეისმა დაიგვიანა და თბილისში თამაშის დღეს, დილით, ძლივს ჩამოაღწიეს
დღეს ვუყურე უნგრეთთან და სისწრაფე გვაკლია აშკარად, თანამედროვე ხელბურთს მხოლოდ ცხოვრებაძე თამაშობს ჩვენგან, კალანდაძის შვილს აქვს კიდე კარგი მონაცემები
მეკარეებმა ძაან სუსტად ითამაშეს, ცინცაძემ რამდენიმე ასაღები ბურთი გაუშვა..
შვეიცარიას და ლიტვას შეიძლება სახლში მოვუგოთ, მარა მეეჭვება გავიდეთ
და ის ვინ იყო..ჯემალ ბარამიძე მეორე კომენტატორად ჰყავდა გვენცაძეს ..დამტანჯა ყურებისას..რეებს ბაზრობდა