საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 26 დეკემბერს თელ ავივში ჩაფრინდა და საღამოს უკვე პირველი ვარჯიშიც გამართა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველი ხელბურთელები მასპინძელ ისრაელის ნაკრებთან პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
28 დეკემბერს რიშონში მე-2 სპარინგ-შეხვედრაა დაგეგმილი და ის სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
29 და 30 დეკემბერს გუნდი ორჯერ ივარჯიშებს, მოინახულებს იერუსალიმს, 31 დეკემბერს კი უკვე ანკარას ეწვევა, სადაც 2 იანვარს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშია თურქეთის ნაკრებთან.
მომავალი თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
http://worldsport.ge/ge/page/dges-saqartvelo-israeliaხელბურთელთა ეროვნული გუნდის გარდა, შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებიც.
მწვრთნელ ტიტე კალანდაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის გავლა 10-12 იანვარს, ხორვატიის ქალაქ უმაგში უწევს. მეტოქეები არიან ხორვატია, მაკედონია და ჰოლანდია. ფინალურ ტურნირზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება პოლონეთში, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.
25 დეკემბრიდან 5 იანვრამდე გუნდი შეკრებაზეა დუშეთში. 27 დეკემბერს დუშეთში ჩავა სომხეთის თვრამეტწლამდელთა ნაკრებიც, რომელიც ქართველ თანატოლებთან 3 საკონტროლო მატჩს გამართავს 27, 28 და 29 დეკემბერს.
თვრამეტწლამდელთა ნაკრები შეკრებაზე 17 მოთამაშითაა. გუნდის ლიდერი თემურ ორჯონიკიძე ეროვნულ ნაკრებში იმყოფება ისრაელში, იქვეა ტიტე კალანდაძის თანაშემწე გიორგი გვაზავაც, ოღონდ როგორც მოთამაშე. ორჯონიკიძე თვრამეტწლამდელა ნაკრებს ხორვატიაში გამგზავრების წინ შეუერთდება.
ნოემბერში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მოიგო სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი - დაამარცხა სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები, რის შემდეგაც ერთიორად გაეზარდა განწყობა და მოტივაცია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მოსახვედრად.
http://worldsport.ge/ge/page/chabukta-nakr...istvis-emzadebahttp://worldsport.ge/ge/page/ankarashi-ierusalimis-gavlithttp://worldsport.ge/ge/page/dges-saqartvelo-israelia