8 იანვარს: საქართველო - ლიტვა
8 იანვარს, სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი აქვს ჯგუფის ლიდერ ლიტვასთან. დასაწყისი 18:00. შესვლა თავისუფალია, ტელერეპორტაჟი აფხაზეთის ხმაზე იქნება.
პლეიოფში ჯგუფის გამარჯვებული გადის. ლიტვას პირველი ადგილის გასანაღდებლად თბილისში ფრე ჰყოფნის. თუ ქართველებმა რევანში აიღეს პირველ წრეში დამარცხებისთვის (17:23), მაშინ ყველაფრი ბოლო ტურში გადაწყდება - ჩვენ ფინეთში გვაქვს თამაში, ხოლო ლიტვა თურქეთს მასპინძლობს. ფინეთსა და თურქეთს პირველობის შანსი დაკარგული აქვთ.
საქართველოს ნაკრებს გამოაკლდა ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი, ვინც თურქეთთან თითი მოიტეხა. მიუხედავად ამისა, ქართველები მოსაგებად ყველაფერს გაიღებენ. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ სასურველია მოგება 7 ბურთით, რადგან ქულათა ტოლობის შემთხვევაში ლიტვასთან პირად შეხვედრებში უპირატესობა გვქონდეს.
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 5 ტური.
8 იანვარი. თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00
საქართველო - ლიტვა
მსაჯები: სიმონე ძენდალი, სტეფანო რიელო (იტა) / დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრ)
საქართველო: 22. შოთა თევზაძე 16. გიგა ტორონჯაძე - 5. გიორგი გვაზავა 7. უჩა გამზარდია 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 15. ოთარ ამირანაშვილი 18. უჩა მაისურაძე 19. ზურაბ სიმონია 20. ლექსო წითელიშვილი 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 31. ილია გოგალაძე 77. აკაკი ტალახაძე - მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ)
ლიტვა: 1. არუნას ვასკევიჩუსი 12. ვილიუს რასიმასი 22. აისტის პაზემეცკასი - 2. კაროლის სტროპუსი 8. აუგუსტას სტრაზდასი 9. პოვილას ბაბარსკასი 10. ლუკას ფეოკტისტოვასი 11. ბენას პეტრეიკისი 15. დარიუს იასინსკასი 21. ვაიდას დრევინსკასი 23. გერდას ბაბარსკასი 27. ვაიდოტას გროსასი 30. ტადას სტანკევიჩუსი 33. ანდრიუს გერვე 36. ედვინას ვორობიოვასი 88. მინდაუგას დუმჩუსი - მწვრთნელი გინტარას სავუკინასი
ანკარა, 20:00. თურქეთი - ფინეთი
ლიტვა 7 ქულა / საქართველო 4, ფინეთი 3, თურქეთი 2
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)