მოკლედ განვიხილავ ახლა სათითაოდ

ჰო ვცდილობ ხოლმე რომ ობიექტურობა დავიცვა ყოველთვის და აქაც ვადასტურებ რომ არც ერთი აქ ჩამოთვლილი გუნდის ''ფანი'' არ ვარ

ვეცდები ჩემი აზრი დავწერო ყველა მათგანთან დაკავშირებით

დილა გორი
ამ ხალხის რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი. პირადად არც ერთ თამაშზე არ მინახავს.
ამიტომ ამათი შეფასება მიჭირს. სიმღერა კი მომეწონა ერთი )) ჰოუ დილა ჰოუ დილა რანინა ))
მოკლედ რაც მეტნი მით უკეთესნი

დინამო ბათუმი
(შავი ზღვის პირატები)
გამოკითხვაში დინამო ბათუმს მივეცი ხმა გივიკოს (მათი ყოჩის) საპატივსაცემოდ

კარგი ბიჭები არიან. არ დაგვავიწყდეს რომ პირველი ლიგის გუნდია. 20 კაცი დაყვება ხოლმე გასვლით თამაშებზე
ბარაბანიც არ აქვთ. ახლახან შეაკერინეს დროშები, რაც მისასალმებელი ფაქტია.
სიმღერების მხრივ ვიცი რომ აქტიურობენ და ახლა ხვეწენ ნელ-ნელა ყველაფერს
უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გაიზრდება მათი რიცხვი და თუ კლუბიც დაეხმარება ყველაფერი კარგად ექნებათ ამ ხალხს

მოკლედ ჩემგან + ბათუმელებს და პირადად გივიკოს
მეტალურგი რუსთავი
(სავარაუდო მეტეორები)
ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ლევანს (ტუპლოს, მათ მამოძრავებელს)
თამამად ვიტყვი, რომ ამ ფან-კლუბს აქვს საქართველოში N1 ბარაბანი
ბიჭებს რაც შეეხებათ, ვინც დადის მათთან ერთად ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან
თავიდან უფრო მეტნი იყვნენ, ახლა ოდნავ მოისუსტებენ, თუმცა სიტუაცია იმედია მალე გამოსწორდება.
ორგანიზების მხრივ ნორმარულად არის საქმე. კლუბისგანაც აქვთ გარკვეული ყურადღება რაც მისასალმებელია.
შეძახილები დასახვეწი აქვთ, + ატრიბუტიკაც (დროშები და ა.შ>) შესავსებია. მოკლედ ბევრ + ერთად არის მინუსებიც.
ზესტაფონი
აი აქ არ ვიცი რა დავწერო

ჩემი თქმა რათ უნდა ახლა, რომ ძალიან ჯიგარი ხალხია და კლუბსაც გვერდში უდგანან.
მაგრამ აი ფან-კლუბის ორგანიზებას რაც შეეხება აქ არ არის საქმე კარგად.
აქ, კლუბსაც შეუძლია მეტის გაკეთება. როგორც ვიცი ბილეთებსაც თვითონ ყიდულობენ (აქამდე ასე იყო და ახლა როგორ არის არ ვიცი) და გასვლით მატჩების დროსაც თვითონ დადიან. ჩემი აზრით ვთქვათ 50 კაცი რომელიც აქტიურად ქომაგობს გუნდს თუ გადაიხდის 250 ლარს, ეს კლუბს არ ააღორძინებს, ამ ხალხისთვის კი დიდი სტიმული იქნება და უფრო მეტი პასუხისმგებლობაც გუნდის წინაშე თუ უფასოდ მიიღებს ამ ბილეთებს. რადგან კლუბის პოლიტიკა ასეთია, შეიძლება მაინც, რომ რამდენიმე მატჩზე გააკეთონ წახალისება და იმ 250 ლარით თუნდაც ატრიბუტიკა იყიდონ, დროშები შარფები და საყვირები. თვითონ ბიჭებმაც მეტი უნდა მოინდომოთ , თქვენც მეტი გააკეთოთ და კლუბსაც მეტი მოთხოვოთ. უფრო მეტი შეგიძლიათ ჩემპიონი გუნდის კვალობაზე.
ტორპედო ქუთაისი
(ტორნადო)
თვითონ ქუთაისში რომ ყველაზე მეტად არის საფეხბურთო ატმოსფერო ეგ საკამათო არ უნდა იყოს ჩემი აზრით.
ხალხის რაოდნეობა (ქუთაისლების) ხშირ შემთხვევაში ორჯერ და სამჯერ (თუ მეტჯერ არა) აღემატება ხოლმე სხვა კლუბების თამაშებს. რაც შეეხება უშუალოდ ფან-კლუბს, აქაც არ არის საქმე ცუდად. ატრიბუტიკა ნორმალური აქვთ, ოფიციალურადაც არიან და აღრიცხვის ფორმაც აქვთ როგორც ვიცი. სიმღერების მხრივ უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებს, თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორებადია. კლუბისგანაც აქვთ მხარდაჭერა და გასვლით თამაშებზეც არ ტოვებენ გუნდს მარტო. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ქუთაისლები ყველაზე მეტად ''გამტრ'აკებლები'' არიან და თავიანთი სათქმელის, როგორც წყნარად, ასევე აგრესიულად გამოხატვაც შეუძლიათ და ამის ფაქტებიც არსებობს. თვითონ რაოდენობა უფრო მეტი რომ იყოს უფრო მაგარი იქნებოდა ( აქ ერთი იდეა მომივიდა რაღაცის დაწერას ვაპირებდი და ბოლოში გავახმოვანებ)
დინამო თბილისი
გლადიატორები
კომენტარში რომ დაიწერა 3-4 ( თუნდაც 12 ყოფილიყო) კაცი უმკლავდებოდაო ქუთაისლებსო, ესეც ადასტურებს ამ ადამიანების ღვაწლს. ზუსტად ეს არის დასაფასებელი, რომ მილიონნახევრიან ქალაქში 3-4 კაცზე მეტი არ აღმოჩნდა, რომ საკუთარი კლუბის გვერდში ყოფილიყო. ატრიბუტიკაც ყველაზე მეტი აქვს და სიმღერებშიც არ უჭირთ. კლუბისგანაც საკმარისად ექცევათ (უახლოეს წარსულზე ვსაუბრობ და შორეულ წარსულში რა ხდებოდა მხოლოდ მოსმენილით ვიცი ) ყურადღება რაც მისასალმებელია. მთავარ პრობლემას აქ ხალხის რაოდენობაში ვხედავ, (თუმცა ეს რაოდენობა საკმარისია იმ დანარჩენ ხალხთან შედარებით რაც დადის დინამოს სტადიონზე ) . მე ვფიქრობ, რომ ფან-კლუბს აქტიურად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ( რა თქმა უნდა კლუბის დახმრების შემთხვევაში ) სტადიონზე ხალხის მოზიდვაში და პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ მოტივატორები. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით თბილისში უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლება და უფრო მეტი საზოგადო აქტივობა. შეიძლება ეს ფან-კლუბის უშუალო მოვალეობა ნამდვილად არ არის თუმცა, ამ საერთო გაჭირვების ( ხალხის რაოდენობა ) ფონზე, და იქიდან გამომდინარე რომ ეს ხალხი ყველაზე მეტად ახლოს არიან კლუბთან (საქმით) მათთვისაც და დინამოსთვისაც უკეთესი იქნება თუ უფრო მეტი ადამიანი მოვა სტადიონზე და ამასთან დაკავშირებით შეუძლიათ უფრო მეტად აქტიურად საქმეში მონაწილეობის მიღება. ეს ყველაფერი კლუბის დახმარების გარეშე არ გამოვა ( თუმცა დარწმუნებული ვარ გვერდში დაგიდგებათ) და იდეების შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია. (კარგია აფიშებიც გაკვრაც და ფლაერების დარიგებაც, რაც ვისაც გაუკეთებია დამეთანხმება რომ არ არის ძალიან ადვილიც, მაგრამ სურვილი უფრო მეტის მაქვს პირადად მე, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობაც გაგაჩნიათ ) ...
ახლა რაც შეეხება იდეას, რომელიც მომივიდა.
იდეა რა პრინციპში ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა და მრავალჯერ გვითქვამს ამის შესახებ.
მაგრამ რეალურად საქმით არაფერი არ გაგვიკეთებია და ახლა შეიძლება ამის გაკეთება.
ზემოთაც დაიწერა კომენტარში გოლი რომ გავიტანეთ სეტკაზე შევხტი და პოლიციამ დამალურჯაო.
წლევანდელი ევრო თასების დროსაც არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ასეთი შემთხვევის.
პირადადაც უამრავჯერ მქონია სტადიონის დაცვასთან შელაპარაკებაც და ხელჩართული ჩხუბიც.
უბრალოდ ამაზრზენია ისეთი ფაქტები, როცა სტადიონზე გინების გამო დაცვას გულშემატკივარი ცემით გაყავს სტადიონიდან ( ასეთი ფაქტი იყო მეტალურგი - რენის მატჩის დროს, თუმცა საბოლოოდ ის პოლიციელი თავად აღმოჩნდა გაჟიმული მეტეორების მხრიდან ).. ზოგადად საშიშროება ძალიან დიდია ხოლმე არეულობის. იგივე სტადიონზე ქუთაისლები ბოლს რომ უშვებენ იქაც დიდი პრობლემები იქმნება როგორც ვიცი. დინამოს სტადიონზე ადრე ძირითადად მოაჯირზე დგომაზე იქმნებოდა ალიაქოთი. მოკლედ აგრესია ძალიან დიდია სტადიონის დაცვის სამსახურის მხრიდან და ერთხელაც ძალიან ცუდი ფაქტი მოხდება. რაც მთლიანად წესრიგის დამცველების სინდისზე იქნება. (აქვე გაგახსენებდით ერთ ფაქტს, საქართველოს თამაშზე სტადიონზე როდესაც შევარდა ქომაგი და სტადიონის დაცვამ ის ადამიანი უბრალოდ ჩაწიხლა და ჩაპიზდა მოედანზე. მერე ბოდიშიც მოიხადეს საზოგადოდ. ისე ამგვარი ჟესტის დროს ერთ-ერთ თამაშზე მთელი სტადიონი შეიჭრა იმ ერთი ადამიანის გამო მოედანზე და კარგადაც გაუსწორდა პოლიციას. )
პირადად მქონია ისეთი შემთხვევა, რომ თამაშის დაწყებამდე პოლიცია მეუბნებოდა ხმადაბლა იყვირეთ ჯერ თამაში არ დაწყებულაო. ერთმა საერთოდ ბარაბანს ნუ ურტყავ არ მესმის ხმა რაციაშიო (ეს სპორტის სასახლეში მოხდა).
ახლა გამოსავალი რომ მოსაძებნია და უკეთესის სურვილს რომ ტოვებს მათი საქციელი მე მგონი ყველა დამეთანხმებით.
ყველა კლუბის ფან-კლუბის სურვილი თუ იქნება
შეგვიძლია ამ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრება (

)
გავაკეთოთ საერთო მიმართვა ( აქ ჩვენ ''ქომაგებიც'' აქტიურად ჩავებმებით ) ,
ან შევხვდეთ ფედერაციას და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვაც.
თუ ერთიანი სურვილი იქნება ყველაფერი შეიძლება წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ფორმის მოფიქრებაც შესაძლებელია.
მოკლედ რას იტყვით თავად?
* * *
koba_72კობა ჩემი აზრი დავწერე უკვე და წაიკითხე შედრებაში და ა.შ.
მე კონკრეტულად ერთ თამაშზე ვთქვი
მესხზე 3-2 თამაშზე მეტალურგის ფანებმა აშკარად დაჯაბნეს უფრო მეტად მრავალრიცხოვანი დინამოს ფანები

ეს იყო და ეს. პირადადაც ვიყავი სტადიონზე და ეს ასე იყო
შეგახსენებ ეს ის თამაშია შენ დაღლილი რომ იყავი. მთელი დღე ტურნირი რომ იმსაჯე

რამდენჯერმეც დამირეკეს ტელეფონზე, რომ რა იყო დინამოს ფანები არ არიან სტადიონზე სულ მეტალურგის ხმა რომ ისმისო. კონკრეტულად ამ თამაშზე ასე იყო და ზოგადად დავწერე კიდევ და გადაიკითხე თუ არ დაგეზარება.