ალბანეთთან დაპირისპირების ისტორია
აქართველოს ნაკრები, არსებობის მანძილზე, ალბანეთის ეროვნულ გუნდს 11-ჯერ დაუპირისპირდა. ”ჯვაროსნებმა” 6- ჯერ იმარჯვეს, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 3 შეხვედრა ”არწივებმა” მოიგეს.
პირველად ალბანელებს 1994 წელს შევერკინეთ. მატჩი ტირანაში, ”ქემალ სტაფაზე” გაიმართა. ქართველებმა 1-0 სძლიეს მეტოქეს. ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, აკაკი დევაძის კარგი თამაში. ჩვენმა კარის დარაჯმა რამდენიმე ძალინ რთული ბურთი მოიგერია. ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი საგარეო გამარჯვება.
უკანასკნელად ”არწივებს” 2009 წლის 10 ივნისს შევხვდით. ანგარიში მე-2 წუთზე დვალიშვილმა გახსნა,თუმცა უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და ალბანელებმა გაათანბრეს.
სტრაკოშა ქართველებმა მრავალჯერ დაამწუხრეს
დაპირისპირების მანძილზე, ყველაზე მეტი გოლი ქართველთაგან, შოთა არველაძეს აქვს გატანილი. შოთიმ 6-ჯერ დაამწუხრა ალბანელები. 2 გოლი აქვს გატანილი თემურ ქეცბაიას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალბანელ მეკარეს სტრაკოშას, რომელიც ”ოლიმპიაკოსში” გამოდიოდა და ქვეყნის ეროვნულ გუნდში 73 მატჩი აქვს გამართული, ქართველებთან ფატალურად არ უმართელებდა. ჩვენებმა მას 10 გოლი გაუტანეს.
(ეჩშ)ალბანეთი-საქართველო 0:1
14.12.94. ტირანა, ქემალ სტაფა
გოლი: 0:1 შ. არველაძე (18)
საქართველო: დევაძე, რევიშვილი, კუდინოვი, შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი (65. მ. ჯიშკარიანი), ინალიშვილი, ქინქლაძე, ქეცბაია, გოგრიჭიანი, შ. არველაძე (75. ჯამარაული).
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
(ეჩშ)საქართველო-ალბანეთი 2:0
26.04.95. თბილისი, ეროვნული
გოლები: 1:0 შ. არველაძე (2), 2:0 ქეცბაია (42)
საქართველო: დევაძე, ღუდუშაური, კუდინოვი, შელია (70. ლობჟანიძე), ინალიშვილი, გოგიჩაიშვილი, ჯამარაული, ქინქლაძე, ქეცბაია, ყიზილაშვილი (59. ა. არველაძე), შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
(ა)საქართველო-ალბანეთი 3:0
08.02.98. ლა ვალეტა, ტა ქალი
გოლები:1:0 ქეცბაია (19), 2:0 ყაველაშვილი (29), 3:0 იაშვილი (71)
საქართველო: გვარამაძე, ჩიხრაძე, შელია, სილაგაძე, კალაძე, შეყილაძე, ჯამარაული (74. კიკნაძე), ნემსაძე, ქეცბაია, ყაველაშვილი, იაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
(ეჩშ)საქართველო-ალბანეთი 1:0
05.09.98. თბილისი, ეროვნული
გოლი: 1:0 ა. არველაძე (65)
საქართველო: გვარამაძე, კალაძე, ცქიტიშვილი, სილაგაძე (43. კიკნაძე), წერეთელი, კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია (54. ზ. ჯანაშია), ქინქლაძე, იაშვილი (62. ა. არველაძე).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
(ეჩშ)ალბანეთი-საქართველო 2:1
09.10.99. ტირანა, ქემალ სტაფა
გოლები:1:0 რაკლი (30), 2:0 კოლა (36), 2:1 შ. არველაძე (52)
საქართველო: გრ. ჭანტურია, შეყილაძე, ჭიჭვეიშვილი, დიდავა, კალაძე, კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, გახოკიძე, ა. არველაძე (83. დ. ჯანაშია), შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი
(ეჩშ)საქართველო-ალბანეთი 3:0
06.09.03. თბილისი, ეროვნული
გოლები: 1:0 შ. არველაძე (8), 2:0 აშვეთია (17), 3:0 შ. არველაძე (43)
საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ქემოკლიძე, ნემსაძე, კვირკველია, ბურდული (68. რეხვიაშვილი), კობიაშვილი, ჯამარაული (59. ასათიანი), იაშვილი, აშვეთია, შ. არველაძე (60. დემეტრაძე).
მთავარი მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია
(ეჩშ)ალბანეთი-საქართველო 3:1
10.09.03. ტირანა, ქემალ სტაფა
გოლები:1:0 ჰასი (52), 2:0 ტარე (54), 2:1 შ. არველაძე (63), 3:1 ბუში (80)
საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ქემოკლიძე (38. რეხვიაშვილი), დიდავა (65. დემეტრაძე), კვირკველია, კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, იაშვილი (56. ქინქლაძე), აშვეთია, შ. არველაძე
მთავარი მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია
(ეჩშ)საქართველო-ალბანეთი 2:0
08.09.04. თბილისი, ლოკომოტივი
გოლები: 1:0 იაშვილი (15), 2:0 დემეტრაძე (90)
საქართველო: დევაძე, მჟავანაძე, ხიზანეიშვილი, სალუქვაძე, კალაძე, ცქიტიშვილი, ასათიანი (58. კანკავა), ჯამარაული (77. კვირკველია), კობიაშვილი, იაშვილი, შ. არველაძე (89. დემეტრაძე).
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი
(ეჩშ)ალბანეთი-საქართველო 3:2
04.06.05. ტირანა, ქემალ სტაფა
გოლები: 1:0 ტარე (6), 2:0 სკელა (33), 3:0 ტარე (55), 3:1 ბურდული (85), 3:2 კობიაშვილი (90)
საქართველო: სტურუა, მაღრაძე (64. ბურდული), ხიზანიშვილი, სალუქვაძე, კალაძე, რეხვიაშვილი, ასათიანი (58. ვ. დარასელია), კობიაშვილი, კვირკველია, ჯაკობია, დემეტრაძე (76. ბობოხიძე).
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი
(ა)ალბანეთი-საქართველო 0:0
22.03.06. ტირანა, ქემალ სტაფა
საქართველო: ლომაია (46. გრ. ჭანტურია), მაღრაძე, ღვინიანიძე, შაშიაშვილი, ელიავა, კ. ალადაშვილი (88. სეთურიძე), მენთეშაშვილი (35. განუგრავა), კანკავა (46. ფოფხაძე), გოგუა, ჯაკობია, ვ. გიგიაძე.
მთავარი მწვრთნელი: ტომპიოლერი
(ა)ალბანეთი 1:1 საქართველო
10 ივნისი, 2009. ალბანეთი, ტირანა.
გოლები: 0:1 ვ.დვალიშვილი (2), 1:1 აგოლი (58)
საქართველო: გ.ბედიაშვილი, უ.ლობჟანიძე, გ.კაშია, ზ.ხიზანიშვილი, გ.ფოფხაძე, ლ.რაზმაძე, გ.სეთურიძე, ლ.კობიაშვილი (კაპ) (ი.კლიმიაშვილი 80), გ.მერებაშვილი (ო.მარცვალაძე 59), ა.იაშვილი (მ.დაუშვილი 76), ვ.დვალიშვილი (რ.ალექსიძე 65)
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
ეჩშ- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
ა-ამხანაგური მატჩი