ტრიბუნაზე მოსული უზრდელი გულშემატკივარი თუ მცველად ითვლება არ ვიცი, მაგრამ ეგ ბოთლი ტრიბუნიდან იყო ნასროლი, ალბანეთის ნაკრების მეკარის უკან დაეცა, იმ შატლახმა არ ვიცი სპეციალურად არ აიღო, არ ვიცი ვერ დაინახა, ბოლოს გელაშვილი მივიდა და გადააგდო.
ეს იყო სროლი ფაქტი N1
შემდეგ იყო სანტებელების და ბოთლების წვიმა ალბანეთის ნაკრების სატადარიგოტა სკამთან. ვინც მათ უკან იჯდა და მე იქ ვიჯექი და საკუთარი თვალით ვხედავდი რა ხდებოდა დამეტანხმება, რომ ზედმეტად არაადამიანურად მოვიქეცით.
ყველაფერი ყველაფერი მაგრამ მწვრთნელსა და სათადარიგოტა სკამს რას ერჩოდნენ, ვინმეს იქნებ რაიმე ჰიპოთეზა ჰქონდეს ამის შესახებ

რაც შეეხება თავად თამაშს. კომუნიზმის პრინციპია

ხალხი თუ მშიერი არ გყავს, არავინ ყვირის. მოვუგეთ ვაი ალბანეთის ნაკრებს, გაწირვებით, ძლივს და ყველა ბედნერია. მე ვფიქრობ ამით ქართულმა ფეხბურთმა ჭადის პადარა ხმიადი მოგვიგდო, დაგვაპურა ყველა ამ გამარჯვებით, ვიყვირეთ, ვიკივლეთ, ვუქმოაგეთ ხმის ჩახლეჩამდე, ქომაგობამ თავისი მოიტანა, დავჯაბნეთ მეტოქე 2-1 და ყველა ბედნიერები წავედით სახლში.
არ ვიცი აქ ამ თემაში რა და როგორ ითქვა ამ ტამაშთან დაკავშირებით, მაგრამ მე შემრცხვა, შემრცხვა იმის, რომ ალბანეთმა პირველ ნახევარში ბურთი დაგვიმალა, მართალია ისინიც არ გამოირჩეოდნენ კარში დარტყმებით დიდად მაგრამ 2-3 წუთი რომ კვადრატს გააგორებ და მეტოქის 10 ფეხბურთელს უსაქმოდ და უბურთოდ დატოვებ, ზედმეტად ბევრს ნიშნავს.
მართალია მეორე ტაიმში ცოტა ხარისხი გამოვასწორეთ, გოლიც შევაგდეთ, მერე მეორეც და მოვიგეთ, მაგრამ, რაიმე გააზრებული, კომბინაციური, დამუშავებული, გაბედული გადაწყვეტილება, ინდივიდუალურად საკუთარ თავზე თამაშის აღება, ნახა ვინმემ ეგეთი რამ? რავი, მე არ შემიმჩნევია, მართალია ისინი ცოტა ზედმეტად უხეშობდნენ და ინდივიდუალურად გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ ჯანოსა და თარგამაძეს, მაგრამ ელემენტარული, 3-4 მეტრიანი, მოკლე პასისი გაკეთებას რა უდგას წინ?
მე პირადად როგორც ქომაგი, შეურაცყოფილად ვგრძნობდი თავს მათ მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე. კატასტოფა და სრული კრახი იყო IMHO.
თუმცა მეორეცაა, თუ რამოდენიმე ბალასტს მოაშორებენ გუნდიდან, აშკარად პერსპექტიული გუნდია, ნიჭიერი ბავშვი ბიჭებით დაკომპლექტებული და მომავალი შეიძლება რომ ჰქონდეთ ნამდვილად. თუმცა ჯერ ჯერობით არც გვირაბის ბოლო სჩანს და არც შუქი.
ადამიანურ ვარიანტში შემეცოდა დვალიშვილი, მაგრამ ხომ ხედავს რომ ვერ მისდის თამაში ისე როგორც ჩვენს გუნდს სჭირდება, ან სულ ნუ უძახი ან არადა დასვი რა ზამენის სკამზე, იქ მაინც არ გააფუჭებს არაფერს.
დვალიშვილზე უარესია ჩვენი ნაკრების ახლანდელი კაპიტანი, ხიზანას ნაირი ლობიო ფეხბურთელი მეორე არ მეგულება, არა თუ საქართველოს ნაკრებში, არამედ საქართველოს პირველობაშიც კი. ეს ვინაა, ან რა უნდა ან სულაც რეებს აკეთებს. ჩვენს კარში გასული გოლი მაგან ჭამა ხო მგონი? ვერ მივადევნე შეტევის საწყის ფაზას თვალი და მერე აღარ მინახავს.
გუნდში როცა გყავს მაღალი თუ არა საშუალო დონის მცველები, რაღატო ათამაშებ ამ იდიოტს? ან არველაძე რას ხედავს ამ კვერცხში ან ქეცბაია ტავს რომ იგიჟებენ მასსზე?
დაუშვილი საერთოდ აინუნში არ იყო გუშინდელ მატჩჩში, რას აკეთებდა, რატო, რისთვის,
ვისთვის ალბათ თავადაც არ იცის, განსაკუთრებულად არასდროს მომწონდა ეს ყმაწვილი, თუმცა მონაცემები ნამდვილად აქვს და ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო ეს ყველაფერი, იმედს ვიტოვებ რომ მომავალში უფრო დალაგებულ დამშვიდებულ დაწყნარებული გამოვა სტადიონზე და ისე აღარ აებლანდება ბურთი ფეხებში რომ თავად გაიდირკოს ორჯერ
ამისულაშვილი ცოტა მესუსტა, გოლის მიუხედავად, ცოტა უფრო აქტიურ და ხისტ თამაშს ველოდი მისგან, ამ წუთისთვის დაცვაში ყველაზე ძლიერი მგონი ეგ არის,
კაშო მშვენიერი იყო, ოღონდ ცოტა უფრო ხშირად გარბოდა წინ ვიდრე ეს საჭირო იყო, ცოტა უფრო ძლიერი გუნდი არ აპატიებს მსგავს წინ არბენებს და მისი ფლანგიდან დუბლს შეასრულებს რომელიმე მოთამაშე.
კანკავამ და კობახიძემ იბრძოლეს, რაც შეეძლოთ დადეს. მოკლე გადაცემებში როგორც ერთ ისე მეორეს უამრავი წუნი ჰქონდა, თუმცა ეტყობოდათ რომ იბრძოდნენ, აკეთებდნენ იმას რაც იცოდნენ, თავს ზევით კი ძალა არც მათ ჰქონდათ.
ანანიძე რეალურად რას აკეთებდა ვერ გავიგე, ვფიქრობ ცოტა უფრო მეტად უნდა აეღო საკუთარ თავზე თამაში, მიუხედავად მოწინააღმდეგის მცველების უხეშობისა, გაენაწილებინა პასები და კარშიც თამამად დაერტყა. თუმცა ალბათ ჯერ ჯერობით მხოლოდ ასაკის ბრალია რაღაცას თუ ვერ "ბედავს" და გამოასწორებს იმედია.
თარგამაძე ძალიან კარგი იყო, მოძრაობდა დარბოდა, აკეთებდა გადაცემებს, ატყუებდა ხან სისწრაფის ხან ტექნიკის ხარჯზე, თუმცა არც კარში დარტყმა გამოსდიოდა და არც კუთხურიდან ბურთის დატრიალება.
მარცვალაძე და გელაშვილი ერთმანეთზე მეტი მკვდრები იყვნენ

არცერთს არაფერი გამოვლია ამ მატჩჩში დასამახსოვრებელი, თუმცა ოთარი უფრო თავისუფლად თამაშობდა ვიდრე ნიკა. შებოჭილი მეჩვენებოდა რაღაცნაირად ბოხუმელი, თითქოს რაღაცის ეშინოდა, "ცოტა უფრო თავისუფლად გააკეთე მოძრაობა იობანი ვროტ"

აი ზუსტად ეგ სიტყვები ეკუთვნოდა გუშინ.
ყენოსგან სხვები არ ვიცი, მაგრამ მე არ ველოდი დიდ სასწაულს, ტავის მხრივ ისიც "სასწაული" და გასახარი იყო მინდორზე რომ დაბრუნდა, რეალურად არაფერი გაუკეთებია, არც ერთი ნორმალური პასი, მოტყუება დრიბლინგზე არაა საუბარი. არც არავინ სთხოვდა პრინციპში, იმედია ნელ ნელა ათამაშდება.
მგონი არავინ გამომრჩენია

იმედია სამომავლოდ დახვეწავენ სტილსა დ ატაქტიკას თორე ასე შორს კი არა საერთოდ ვერ გავფრინდებით.
პ.ს. გრიგლავა წვალობდა მაგარს. მეორე ნახევარში გაცილებით აქტიური იყო კვირკველია