"არმია" ტიტულს მიუახლოვდა
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალის მესამე მატჩსი გაიმართა "არმიასა" და "ოლიმპს" შორის, სადაც "არმიამ" მეტოქე 87-52 გაანადგურა! ცოტა არ იყოს ფინალისთვის შუფერებელი შედეგი არის, მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი ხდება. თამაში მხოლოდ პირველ ორ მეოთხედში ვიხილეთ, სადაც ასე თუ ისე, "ოლიმპი" წინააღმდეგობას უწევდა თავის მეტოქეს, მიუხედავად ამისა, "ოლიმპმა" პირველი მეოთხედიც დათმო, მეორეც და დარჩენილი ორიც.
პირველი მეოთხედი დაძაბულად დაიწყო, 6 წუთის შემდეგ ”ოლიმპი” 8-6 იგებდა, თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ 5 ქულის ჩაგდება მოახერხეს და პერიოდი 13-21 დათმეს. მეორე მეოთხედში გუნდებმა უმატეს შეტევაში თამაშს, უფრო კარგად კვლავ ”არმია” გამოიყურებოდა და მეოთხედი 23-18, ხოლო ტაიმი 44-31 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ უილიამ ტომასმა 17:09 წამში 17 ქულის და 6 მოხსნის დაგროვება მოასწრო. ”ოლიმპის” ერთადერთი ნათელი წერტილი ივიცა მილუტინოვიჩი იყო, რომელმაც 11:57 წუთში 7 ქულის მოგროვება შეძლო, 6 ქულა მოაგროვა გიორგი ცინცაძემ, თუმცა ამისთვის მას 12 სროლა დასჭირდა, საიდანაც მხოლოდ 3 გამოიყენა, რასაც ორიდან ერთი საჯარიმო წაამატა.
მესამე მეოთხედში ”არმიამ” შეიძლება ითქვას ყველაფერი მოამთავრა ამ მატჩში, როდესაც პერიოდი 30-10 გაანადგურა მეტოქე. ჩემთვის მაინც ამოუხსნელად რჩება ის ფაქტი, თუ რატომ არ ათამაშა მეთელი მეოთხედის განმავლობაში გია კაზანჯიანმა ივიცა მილუტინოვიჩი ან რატომ არ შეუშვა მოდანზე სწრაფი და სამიანების მსროლელი ხუთელი? თუ მაინც არ მისდიოდათ ლიდერებს სროლები, რა მნიშვნელობა ჰქონდა სამიანს ააცილებდნენ თუ ორიანს? რატომ არ გააკეთა აქცენტი სამიანების სროლაზე? მოდით დავუბრუნდეთ მატჩს. მეოთხე მეოთხედი ”ოლიმპმა” უმძიმესად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ”არმიას” ქართული ხუთეული ჰყავდა პარკეტზე, პირველი 2 ქულა მხოლოდ მატჩის მორჩენამდე 3 წუთით ადრე აიღეს და ეგეც მილუტინოვიჩის ანგარიშზე იყო. საბოლოოდ ეს მეოთხედიც ”არმიამ” მოიგო 13-11 და ტიტულს უფრო მიუახლოვდა.
გამარჯვებული გუნდიდან ულიამ ტომასს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მან 26 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ასევე გამოირჩა ჯერემი რიჩარდსონი (16ქ. 5მ.), ბენჟამინ ვუდსაიდი (15ქ. 3მ. 4პ.) და გილერმო დიასი (14ქ. 3მ. 3პ.). ”ოლიმპიდან” ივიცა მილუტინოვიჩი (11ქ. 4მ.) და გიორგი ცინცაძე (10ქ. 3მ. 2პ.) გამოირჩნენ, თუ ამას გამორჩევა ქვია.
მატჩის შემდგომ ორივე გუნდის მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
კოტე ტუღუში (”არმიის” მთავარი მწვრთნელი): წინა მატჩი ჩვენთვის მაგალითი იყო. ვიმუშავეთ ჩვენს შეცდომებზე, გამოვასწორეთ და მოვიგეთ თამაში. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი უკეთესი იქნება.
ანატოლი ბოისა (”არმია”): უკვე ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ, დღეს კი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
გია კაზანჯიანი (”ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): დღეს ”არმიამ” ყველა კომპონენტში გვაჯობა და ვულოცავ მოგებას. ჩვენ ძალიან ადრე ვირწმუნეთ, რომ ”არმიისთვის” ზედიზედ ორი მატჩის მოგება შეგვეძლო, მაგრამ შევცდით.
http://geosports.ge/index.php?option=com_c...-03-05-10-17-18