ეს თქვენ, ჩემგან : )))
დუდა სანაძე: "შესაძლოა NCAA-ში ვითამაშო"დუდა სანაძე ”სუპერლიგაში” მოთამაშე ქართველებისგან ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია და თავისი გუნდის ლიდერია, სწორედ ამიტომ Geosports.ge დაუკავშირდა მას და გაიგო რა გეგმები აქვს კალათბურთელსა და ”დინამოს”.
- დიდი ალბათობით თქვენი გუნდი ფლეი ოფში ”შსს აკადემიას” შეხვდება, როგორ გგონიათ, „დინამოს“ძალოვნებთან შანსი აქვს?
- ვფიქრობ, შანსები თანაბარია, რადგან ეს ფლეი ოფია, თან ჩვენზე ერთი ადგილით წინ მყოფ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა კლუბი დატოვა და გაგვიჭირდება. თუმცა შეგვიძლია ორი თამაშის მოგება და გასვლა.
- რომელი კალათბურთელის უნდა ეშინოდეს „დინამოს“ „შსს აკადემიასთან“ შეხვედრისას?
- პირადად მე არავის ვუფრთხი, მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება ლარი ბლერს უნდა მივაქციოთ.
- ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე მესამე სეზონია ბრწყინვალედ გამოგდით თამაში, რის ან ვისი დამსახურებაა?
- მონდომების და სწორი თამაშის. აგრეთვე ვთამაშობდი ისეთ გუნდებში, სადაც კარგ, გამოცდილ მწვრთნელებთან მიწევდა მუშაობა. თუმცა ჩემი კარგი თამაში, პირველ რიგში მამაჩემის დამსახურებაა.
- კარიერის უცხოეთში გაგრძელებას არ აპირებთ?
- მაქვს რამოდენიმე მოწვევა ამერიკიდან, კერძოდ NCAA-ს “BIG TEN” და “BIG EAST” დივიზიონებიდან, ასევე რამდენიმე ვარიანტი მაქვს ევროპიდან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი ადრეა, სეზონი ჯერ არ დამთავრებულა.
- რაიმე კონკრეტული შემოთავაზებაა თუ ჯერ საუბრის დონეზეა?
- NCAA-დან შემოთავაზებები მაქვს, ხოლო ევროპიდან საუბრის დონეზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით დიდი დრო მაქვს და არ ვფიქრობ არცერთ შემოთავაზებაზე.
- რომელია თქვენი საყვარელი გუნდი?
- NBA-ს გუნდებიდან ”ლეიკერსი” მომწონს, ხოლო ევროპაში ”კანტუს” ვგულშემატკივრობ.
- დაბოლოს... შანსი გაქვთ ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში მიიღოთ მონაწილეობა, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- რა თქმა უნდა სასიამოვნო იქნება ამ შოუში მონაწილეობა და გულშემატკივრების იმედი მაქვს.
ავტორი: ბექა ცისკარიშვილი
წყარო:
http://geosports.ge/