ჰო, ძალიან ბევრი ტალანტი გამოდის.
და მათში საკმაოდ გამორჩეული ფიგურა იყო. დამიჯერე.
კატალონიის ნაკრებში ყველას არ ათამაშებენ.
ხუვენილ-ბ დან 3 კაცი გადაყავდათ იმ წელს "ხუვენილ-ა"-ში და მათ შორის ჭანტურიაც იყო - ყველაზე უმცროსი. არადა ასაკით ჯერ არ ეკუთვნოდა.
შენ გგონია ეს ცოტაა? ამდენ ტალანტში?
გგონია, რომ ფეხბურთელმა მაინცდამაინც 17 წლის ასაკში თუ არ ითამაშა დიდი გუნდის ძირითადში, მისგან ვარსკვლავი არ გამოვა?
აი ეგეთი კატეგორიებით რომ ვაზროვნებთ, იმიტომაცაა ჩვენი ბავშვთა ფეხბურთი ღრმა თრაქში.
მაგ ასაკში ყველას ინდივიდუალური მიდგომა უნდა და ზუსტად მასე მუშაობენ დიდი გუნდების "კანტერებში".
და არ დაგავიწყდეს, რომ ლაპარაკია საქართველოდან წასულ ფეხბურთელზე, რომელსაც არ გააჩნია თავისი ასაკის შესაფერისი, საერთაშორისო დონის არც ფიზიკური, არც ფუნქციონალური და არც ტაქტიკური მომზადება.
ასეთ ფეხბურთელს კიდევ მეტი დრო სჭირდება, რომ დიდ გუნდში თამაშისთვის საჭირო კონდიციებზე გავიდეს.
რაც შეეხება იოლად გამოუშვებდნენ თუ არა.
იოლად არც გამოუშვიათ.
თქვენ გინდათ, რომ 5-6 მილიონი გადაიხადოს გუნდმა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ პროდუქტში. ეგეთები მსოფლიოში ბევრია. და მათგან ვინ რა გამოვა, კაცმა არ იცის. იმდენ ფაქტორზეა დამოკიდებული. მანდამაინც მესის ტალანტის თუ არაა ფეხბურთელი, რა, უსარგებლოა?
ბარსას გულშემატკივრები ვინც კანტერას ადევნებენ თავს ძალიანაც დამწუხრებული (და ნაწყენები) იყვნენ რომ წამოვიდა.
"გამოუშვეს" იმიტომ, რომ "კეთილისმოსურნეებმა" ვიტესიდან ხელოვნურად გაზარდეს მაგის ფასი, და ბარსელონა არაა ჩვეული მაგდენის გადახდას ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელში. მით უმეტეს, საერთაშორისო რეიტინგის მეორე ასეულის ქვეყნიდან. მთელი მაგათი მოდელი და საფეხბურთო ფილოსოფია აგებულია უცნობი ტალანტების იაფად შეძენაზე და აღზრდაზე. ყიდულობენ ბევრს და იაფად და მათგან რამოდენიმე სუპერფეხბურთელად ყალიბდება. დანარჩენს სარგებლით ყიდიან სხვა გუნდებში. ხოლო ვინ გაქაჩავს ამ დონემდე ამას წინასწარ ვერავინ გეტყვის.
და შენ რა გინდა თქვა, რომ რახან ჭანტურიას გამო არ გააკეთეს გამონაკლისი, ე.ი. ჭანტურია არ იყო ბარსას ღირსი?!
შეიძლება მესის დონის ახალგაზრდა ტალანტში გადაიხადონ ამაზე დიდი თანხა, მაგრამ ეს ათასში ერთხელ შეიძლება მოხდეს.
რა გამოსწორების იმედი, რის გამოსწორების იმედი- რას ლაპარაკობ?
ლაპარაკია 16 წლის ლაწირაკზე.
მილიონჯერ გითხარი, გუნდში იყო "ნა ხაროშემ შჩეტუ".
როგორც ეტყობა, შენ არაფერი არ წაგიკითხავს და არც გაგიგია და ჰაერიდან მელაპარაკები.
მე მაგის ყველა თამაშს ვუყურებდი და აბსოლუტურად ყველა გამოხმაურებას ვკითხულობდი, ყველა არსებულ ბარსას ინტერნეტ ფორუმზე. ლამის ესპანური დავამხეცე მაგის გამო.
გეუბნები, რომ შენ განცხადებას, რომ ბარსას ჭანტურიას "ტალანტის ან გამოსწორების იმედი არ ჰქონდა", არავითარი საფუძველი არა აქვს რეალობაში.
აჰა, წაიკითხე მაინც, სანამ რამის მტკიცებას მოყვები:
La transformación de Gio Chanturia
http://arxiu.fcbarcelona.cat/web/castellan...0309109750.html This post has been edited by Zapoidi on 16 Apr 2012, 13:47