17-წლამდელები ევროპირველობისთვის მზადებას შეუდგნენ
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც 4-16 მაისს სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, ავსტრიაში შეკრება დაიწყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის განკარგულებაში შემდეგი მოთამაშეები არიან.
მეკარეები: ალექსანდრე ადამია („ოლიმპი“, თბილისი), ნიკა შერმადინი (უგუნდო)
მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია, გიორგი გაბაძე (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი), გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე, (ყველა „დინამო“ თბილისი), ლაშა დვალი („ოლიმპი“, თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია („ოლიმპი“, თბილისი), მათე ცინცაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“ თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი („ბაია“, ზუგდიდი), გიორგი თევზაძე („საბურთალო“)
თავდამსხმელები: დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი), ვანო წილოსანი („დინამო“ თბილისი), რომან ჭანტურია (უგუნდო).
22 აპრილს გამთენიისას, ავსტრიულ ქალაქ ზანქტ ფაიტში 19 მოთამაშე გაემგზავრა, ხოლო რომან ჭანტურია, რომელიც იტალიის სერია B-ს კლუბ “ემპოლიში” ვარჯიშობს, გუნდს ადგილზე შეუერთდა.
ავსტრიაში წასვლამდე 17-წლამდელებმა სამების საკათედრო ტაძარი მოილოცეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდნენ, რომელიც ფეხბურთელებს გაესაუბრა, დალოცა და წარმატება უსურვა.
სფფ-ის პრესამსახურის ცნობით, ნაკრებმა ავსტრიაში პირველი მსუბუქი ვარჯიში უკვე ჩაატარა. გუნდი მყუდრო სასტუმროშია დაბინავებული და სავარჯიშოდ სამი მოედანი აქვს.
17-წლამდელები სლოვენიას 2 მაისს მიაშურებენ და მაისურაძე 20 ფეხბურთელიდან თან მხოლოდ 18-ს იახლებს.