"ჩვენ შვიდი წელი ველოდით ამ დღეს
გამარჯვებების, ზეიმის დროა,
როცა იბრძოლებ, არ კარგავ რწმენას
წარმატებები უთუოდ მოვა.
შენ არ იქნები არასდროს მარტო
ჩვენო ტორპედო გპირდებით ამას,
ვეღარ გაუძლებს აქტობეს გუნდი
ქომაგთა გრიალს, ქუთათურ ძალას.
ლამაზ შეტევებს მოჰყვება გოლი
აგონიაში ჩავაგდებთ სტუმრებს,
ქომაგთა ტალღა, შეძახილები
გააძლიერებს ტორპედოს შტურმებს.
მზეს დავუბნელებთ ყაზახთა ნაკრებს
მათ შანსებს , იმედს გავაქრობთ ვიცი,
ქართველი ძმები ვიქნებით ერთად
წინაპართაგან მოგვსდევს ეს ფიცი.
ჩვენ გამარჯვებით დავიწყებთ ეტაპს
გვჯერა ჯგუფიდან ღირსებით გავალთ,
უეფას თასის ფინალზე მალე
ავაფრიალებთ ეროვნულ ალამს!"
ავტორი: ედემი ელერჯია
http://www.facebook.com/photo.php?fbid=412...elevant_count=1