დღეს, ქუთაისის „ტორპედო“ ავსტრიაში რიგით მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. ქუთათურები ამჯერად უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ, რუმინეთის საფეხბურთო გათამაშებებში ყველაზე ტიტულოვან, ეროვნული ჩემპიონატის 23-გზის ჩემპიონსა და თასის 21-გზის მფლობელ „სტიაუას“ დაუპირისპირდებიან. გაირკვა რუმინელებთან მატჩში მოედანზე გამსვლელ ტორპედოელთა საწყისი თერთმეტეული, ესენი არიან:
მიგინეიშვილი, რიგვავა, კვახაძე, ჭელიძე, გურული, გიგაური, სიჭინავა, ბოლქვაძე, ფირცხალავა, გრიგალაშვილი, ტუღუში.
შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, გულშემატკივრებს ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით აღნიშნულ მატჩზე ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება შეეძლებათ. ასევე, თამაშის ვიდეოლაივის ჩვენება იგეგმება არაერთ რუმინულ საიტზეც, რომელთა საყურებელ ლინკებს იმ შემთხვევაში შემოგთავაზებთ თუ ლაივი ჩვენივე ძალებით ვერ გაკეთდა.
http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=4&id=679
მიმაგრებული სურათი