მიჭირს რამის თქმა და კომენტარის გაკეთება მაგრამ მაინც ვიტყვი....
მივმართავ ყველას პირველ რიგში ბატონ რომან ფიფიას და ასევე ყველა იმ ადამიანს ვისაც ხმა და სიტყვა მიუწვდება იქამდე...
გუნდს რომელსაც საქართველოში აქვს ყველაზე მეტი და დიდი ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა, სტადიონი, პირობები და საქართველოს ჩემპიონატის დონეზე ფეხბურთელებიც საკმაოდ სოლიდური ყავს არ უნდა თამაშობდეს ესე უსახურად და ესე უგულოდ... შეიძლება ვერ მოიგო მაგრამ ძალიან ბევრს ეტყობა ის უგულო და არაბრძოლისუნარიანი მიდგომა საქმისადმი რამაც მიგვიყვანა იქამდე რომ დამოუკიდებელი საქართველოს ამ 22 წლიანი ჩემპიონატის განმავლობაში ვაჩვენეთ ყველაზე ცუდი შედეგი... დინამოს ბევრი რთული დღეები გაუვლია უსახსრობის გამო მაგრამ სამეულს არ ჩამოცდენილა გუნდი და დღეს კი როცა არათუ ჩემპიონობის არამედ სამეუში შესვლის საშუალება და შესაძლებლობა არ გვაქვს იმდენათ უსახურად და უსუსურად გამოვიყურებით...
მიზეზი ბევრია მაგრამ მე პირადათ მიჭირს კონკრეტულის თქმა...
ფაქტია რომ გუნდს ჭირდება გადახალისება როგორც გაცხრილვით ასევე ახალი ფეხბურთელების მოყვანით!!!
ბევრი სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს იმას თუ რა ფორმა აცვია და ვისი სახელით თამაშობს...
მე საოცნებოთ მაქვს დინამოს მაისური და რომ მომცა წელგამართული ვივლი მეც კი ქუჩაში... და ფეხბურთელემა ვერ გეტვით რა უნდა ქნას რომელსაც მითუმეტეს ყველა პირობა აქვს საიმისოდ რომ იფიქროს ფეხბურთზე და არა ათას სისულელეზე...
ბოლომდე არ ვკარგავ იმის იმედს რომ 4 ადგილზე გავალთ და იქნებ გავძვრეთ ევროპის ლიგაზე და მანამდე კიდევ მიიღებენ ხელმძღვანელები ისეთ ზომებს რომ გუნდს ეყოლება ძლიერი მწვრთნელიც და ძლიერი მოტივირებული და მოსაგებათ განწყობილი ფეხბურთელები