http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...tsyvetilia.html"ლელოს" 30 აპრილის ნომერში, თბილისის "დინამოს" მეპატრონესთან რომან ფიფიასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს (იხილეთ ვრცლად), როგორც მოსალოდნელი იყო, შესაბამისი აჟიოტაჟი მოჰყვა.
უფრო ზუსტად, იმ საკითხს, "დინამოს" მომავალ მთავარი მწვრთნელს რომ ეხებოდა. კლუბის მეპატრონის სიტყვებით, მომავალი სეზონიდან "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სავარაუდოდ, ქართველი სპეციალისტი იმუშავებდა და კონკრეტული გვარიც დასახელდა - კახა ცხადაძე.
ამ უკანასკნელს 30 აპრილს გვიან ღამით ბაქოში შევეხმიანეთ და "დინამოსთან" დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.
ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა:
"დინამოსთან" მოლაპარაკებას რომ ვაწარმოებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია".
ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს ბაქოს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს (ამ სეზონის ბოლომდე) და აზერბაიჯანის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი უპრინციპულესი მატჩი აქვს ჩასატარებელი.
ასე რომ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იცი რა არ მომწონს? ანუ ''შემეხვეწეთო" პოზიცია რომ აქვს არჩეული..
რაღაც ყლინჯი ბაქოს ინტერიდან თბილისის დინამოში ეპატიჟებიან და თავს იფასებს..
თქვი შე კაცო რომ დიდი პატივია, ძაან მინდა, მაგრამ შეიძლება აქაურებს უარი ვერ უთხრა და აქ დავრჩე ან რამე.. ეს თავის დაფასება რა უბედურებაა.. This post has been edited by Lashavera on 1 May 2012, 11:15