
სუპერლიგის მონაწილე “დინამომ” ამერიკელი გამთამაშებელი ლამარ კარიმი დაიმატა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.
ხოშტარიასვე თქმით, უახლოეს მომავალში, “დინამო” კიდევ ერთი ლეგიონერის, კარიმის თანამემამულე, ფლინ კლაიმანის დამატებას აპირებს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ჩემპიონს მე-3 ნომერზე სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ “დინამომ” კიდევ ერთ ლეგიონერს, სერბ ოლუიჩს, რომელიც “დინამოში” 2011-12 წლების საკალათბურთო სეზონში თამაშობდა და კლუბის ხელმძღვანელობას თავი მოაწონა, კონტრაქტი გაუგრძელა.
აღნიშულ მოთამაშეებთან ერთად, “დინამოში” თორნიკე ნინიაშვილი, ბექა ჩიკვილაძე, სოსო ლეჟავა და რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი იასპარეზებს.
ქვემოთ გთავაზობთ ლამარ კარიმისა და ფლინ კლაიმანის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებსა და ვიდეორგოლებს:
ლამარ კარიმი
სიმაღლე: 178 სმ
პოზიცია: გამთამაშებელი, მსროლელი
დაბადებული: 1983 წელი
ეროვნება: აშშ
წინა კლუბები: აეკ (კვიპროსი), დნიპრო (უკრაინა), ბლექ მონოპოლი (აშშ), მგს გრანდ-საკონექსი (შვეიცარია), ბეისლაინი (აშშ-ის სასკოლო ლიგა).
http://www.youtube.com/watch?v=X4RbXVOYhnI ფლინ კლაიმანი
სიმაღლე: 205 სმ
პოზიცია: ფორვარდი
დაბადებული: 27 სექტემბერი, 1988 წელი
ეროვნება: ამერიკა
წინა კლუბები: ტროი, კოლორადოს უნივერსიტეტი
http://www.youtube.com/watch?v=XIBnFekjEPo - ფლინ კლაიმანი
როლანდ ლაბუჩიძე
გიორგი ბარბაქაძე
http://worldsport.ge/Read.aspx?news=43049&lang=1