აბა რა წერია მეტი ჩემს პოსტში ზემოთ განსხვავებული ? უბრალოდ შეიძლება ცოტა მეტი ემოციითა და კობის სიყვარულითაა ნათქვამი.
ballack13მოკლედ ბალაკ, არ გამოდის ჩვენი ჰაზრების თანხვედრა არაფრით და რა ვქნათ ?!

მე, რომ წვრთნელისკენ, შენ ფეხბურთელისკენ.
მე, რომ ფეხბურთელისკენ, შენ მსაჯისკენ.
მე რომ ქართველისკენ, შენ გერმანელისკენ.
მე რომ არგენტინელისკენ, შენ ქართველისკენ ...

)
ხან შენ ხარ სუბიექტური, შესაძლოა ალბათ ხანდახან მეც, თუმცა
ჩემი სუბიექტურობაც, სიმპათიაც თუ ანტიპათიაც, ყოველთვის სრულად ისევ ჩემი გულშემატკივრული პოზიციიდანაა მოსული,
რამეთუ არცერთ ფეხბურთელს (სანაკრებო დონეზე რომ არის ან ყოფილა), მწვრთნელს, მსაჯს, ფედერაციის მუშაკს პირადად არ ვიცნობ,
ამიტომ სრულად ალალი და გულშემატკივრულია, ამიტომ მას მითუმეტეს აქვს არსებობის უფლება.
არაუშავს, საერთოც ხომ გვაქვს - ქართული ფეხბურთი!

კობი ლამის ერთადერთი ფეხბურთელია, ჩვენი მენაკრებეებიდან, რომელთანაც თითქმის არასდროს არცერთი კითხვა, გაუგებრობა, თუ რაიმე გულშემატკივრული პროტესტი/პრეტენზია არ დამრჩენია, რაც ესოდენ ბევრი და ხშირი მქონია სხვებთან . ის, როგორც ფეხბურთის დონით + ხასიათით + პროფესიონალიზმით ყველაფრით მისაღები და შესაბამისად გამორჩეული იყო ჩემთვის.
მოკლედ ის ჩემთან, როგორც გულშემატკივართან მიუხედავად ყველაზე მეტი (100-ზე მეტი ) გამოცდისა (თამაშისა+შეკრებისა+ჩამოსვლისა) ყველაზე ნაკლებად "ჩაჭრილა".
ჰოდა არ გამოვრიცხავ აქედან მართლაც მოდიოდეს ჩემი ჰალალ - გულშემატკივრული სუბიექტურობა,
მაგრამ მომკალი და მაინც ახვრობა მგონია ეს 1 წელი და ჰა ...
თავის საქმეს იკეთებენ პროჭები, არ ჰკიდიათ კობი ?! აბა ეფენბერგი ან ბასლერი ყოფილიყო, 1 წელი არა ფეხები ...
თან 22 წლის ხომ არაა ? ესეც გასათვალისწინებელია, ასაკიდან გამომდინარე კობისთვის 1 წლიანი, 2 წლიანიცა, 3-იც და სამუდამოც. ჰოდა, ესროლათ ბარემ ...