სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები
ყველაზე მოულოდნელი კანდიდატურა ბოლოსთვის შემოვინახეთ. დიახ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე ბერლინის "ჰერტას" ქართველი კაპიტანი ლევან კობიაშვილიც დაფიქრდა.
თუმცა, ამ ამბავს მისი ახლო მეგობარი, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ჯერ-ჯერობით უარყოფს: "ეს საკითხი სერიოზულად ჯერ არ განხილულა. მე ლევანის მეგობარი ვარ და პრეზიდენტობა რომ სურდს, ეს ნაღდად მეცოდინებოდა.თანაც, კობიაშვილს "ჰერტასთან" კონტრაქტი აკავშირებს. მგონია, რომ ახლა უნდა შევქმნათ პრეცედენტი, პრეზიდენტმა საარჩევნო ვადა დაასრულოს და მერე სამართლიანი არჩევნები დაინიშნოს".
და მაინც: დეტალებზე ზუსტად ვერაფერს მოგახსენებთ და ვერ გეტყვით, რომ ლევან კობიაშვილს კარიერის დასრულება და კანდიდატურის წამოყენება უკვე გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ჩვენთვის დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ამ საკითხზე მეგობრებთან ერთად, გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ფიქრობს და გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებებიც ჰქონდა.
ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრებში 100 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, მაგრამ ეროვნული გუნდიდან მადლობის გარეშე დაითხოვეს.
18-წლიანი (?!) კარიერის განმავლობაში უთამაშია რუსთავის "გორდაში" (1994-1995), თბილისის "დინამოში" (1995-1997), ვლადიკავკაზის "ალანიაში" (1997-1998), "ფრაიბურგში" (1998-2003), "შალკეში" (2003-2009), 2009-წლიდან დღემდე კი ბერლინის "ჰერტაშია", გახლავთ გუნდის კაპიტანი და კიდევ - გერმანიაში შეარქვეს მეტსახელი "მისტერ საიმედოობა".
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...andidatebi.html