ევან კობიაშვილი: ჩემი გამოცდილებით ვიცი, რა მიმართულებით წასვლა გვჭირდება
AutoSharing Option Yes No
15:30 07-05-2014
"ჰერტას" კაპიტანი ლევან კობიაშვილი 21-წლიან კარიერას 10 მაისს ამთავრებს. ბერლინური კლუბი მას "დორტმუნდთან" შეხვედრაში გააცილებს.
36 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში 351 თამაში ჩაატარა და რომ არა დისკვალიფიკაცია (8-თვიანი იძულებითი პაუზა), შეიძლება კლაუდიო პისაროს რეკორდიც მოეხსნა.
დავინტერესდით, რას ფიქრობს კობიაშვილი ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე.
"ქართული ფეხბურთის მომავალს ნამდვილად ვხედავ, რადგან პოტენციალი არსებობს. კიდევ ერთი ფაქტორია - სადაც ნდობა არ არის, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ასე რომ, ნდობის დაბრუნებიდან უნდა ავაშენოთ ახალი ქართული ფეხბურთის საფუძვლები.
საერთოდ, ფეხბურთში წარმატება მოდის პროფესიონალიზმიდან, დისციპლინიდან, მიზანმიმართული შრომიდან. არის სხვა ფაქტორებიც, მაგრამ ახლა არ მინდა ბავშვთა ფეხბურთსა და სხვა მასშტაბურ პრობლემებს შევეხო.
დადგება დრო, როცა ვიტყვი, რა მინდა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე როგორ წარმომიდგენია.
არ ვამბობ, რომ ვინმეზე მეტს მივაღწიე - ამას გულახდილად გეუბნებით, მაგრამ საკუთარი შეხედულებები მაქვს და ჩემი გამოცდილებით ვიცი, რა მიმართულებით წასვლა გვჭირდება", - ამბობს კობიაშვილი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი ჩვენი ფეხბურთის უბედურების მიზეზად ქართულ მენტალიტეტს ასახელებდა. კობიაშვილს ამაზეც ვკითხეთ:
"ჩვენს მოთამაშეებს ძალიან ბევრი რამ აკლიათ, უპირველესად კი - თვითკრიტიკულობა. წაგებული თამაშის გამო სხვისკენ ხელის გაშვერა სწორი საქციელი არ არის. ეს დამღუპველია.
მეც ბევრი ცუდი თამაში ჩამიტარებია და კრიტიკაც დამიმსახურებია, მაგრამ ვცდილობდი, აქედან დადებითი აზრი გამომეტანა და ჭკუა მესწავლა. თითს არავისკენ ვიშვერდი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".
ერთი კვირის წინათ კობიაშვილის მეგობარმა და ყოფილმა თანაგუნდელმა, აწ უკვე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა - 2015 წელს, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ლევან კობიაშვილიც მიიღებსო.
თავად კობიაშვილი კი ამ საკითხზე საუბარს ერიდება:
"მე ჯერ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ვფიქრობ. საქართველოში მალე დავბრუნდები და ჩემს გეგმებზე მერე ვილაპარაკოთ".
http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhb...gvtcirdeba.htmlფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატობის სუნი მცემს, არა? არად მგონია რომ გაქაჩავს,პატიოსანია, შრომისმოყვარე,წარმატებული და ევროპული გამოცდილებაც აქვს, როგორც ვიცი მენეჯმენტის კურსებსაც გადის ბერლინში, ჰოდა ამაზე უკეთესი ვარიანტი ვინ გვყავს...... ჰო რაც მთავარია ცირკაჩი არაა