dima z3stafanარა ნუ იგრუზები. შეიძლება არ გამართლდეს ის რასაც ვწერ, უბრალოდ ვცდილობ არგუმენტებით გავამყარო ჩემი ნაწერი.
საქმე ის არის, რომ ევროტურნირისთვის გუნდის შენება იწყება მინიმუმ საზამთრო პაუზისას, როდესაც გუნდში ახალი სახეები უნდა მოვიდნენ, შეთამაშდნენ, ერთმანეთს გაუგონ. ზესტაფონმა სამწუხაროდ მაღალი დონის მხოლოდ ერთი ტრანსფერი განახორციელა ამ ზამთარს (მუჯირი გადმოვიდა). თუმცა უფრო მეტი დაკარგა (გელაშვილის) სახით. მაშინ როდესაც 1 თვეა დარჩენილი თამაშებამდე უნდა დაიმატო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც არის შემდგარი და არ გაუჭირდება გუნდთან არც შეთამაშება და დიდი გამოცდილებაც ააქვს. ზესტაფონში შემდგარი, მაღალი დონის ლეგიონერი არ ჩამოვა - ნონსენსია, ერთი კოკაიასთვის მაღალანაზღაურებადი, მაღალი დონის ლეგიორის ჩამოყვანა არ არის პრიორიტეტი, მეორე იმ მაღალი დონის ლეგიონერს ზესტაფონი ვერ (არ) შესთავაზებს ვერც დიდ ფულს და ვერც პერსპექტივას. პლუს ამას ჩამოვიდეს და აქ მარტვილში სტადიონზე ითამაშოს სადაც სტადიონზე ვიღაცას ეგრევე ყანა აქვს მოდგმული და ძაღლი უბია, რომ ბურთი არ გადავარდეს და ყანა არ მოუჯეგონ რავიცი.. მე ორჯერ ვიფიქრებდი.
საქართველოში კიდევ თავისუფალი ისეთი არავინ არის რომ გუნდი გააძლიეროს.
არსებულ კონტინგენტს რაც შეეხება მეკარე ნორლურია.
დაცვის ხაზი. ნუ ახლა საჯაიას მე ფეხბურთელად ვერ აღვიქვამ და მომკალი. კაცს რომ მაგხელა ღიპით გათამაშებენ ან მარადონა უნდა იყო ან მაგ პოზიციაზე ნამეტანი უნდა უჭირდეთ. კობახიძე არ არის ცუდი მაგრამ გამოუცდელია მაგხელა დონისთვის.
ფლანგის მცველებს არაუშავთ, მაგრამ ელიავას რომ რამე დაუშავდეს მაგ პოზიციაზე კაცი შვილი არ არის რომ სრულფასოვნად შეცვალოს.
მენთეშაშვილმა თავის ჰამლეტი კარგა ხანია, რომ ითამაშა და უწინმც ყვირილა დაიწყევს ჭიათურისკენ დინებას ვიდრე ეგ ისევ ის ძველი მენთეშა იქნება. 32 წლის არის და საქართველო იტალია არ არის რომ კოსტაკურტასავით 40 წელი ითამაშოს.
გორგიაშვილი კარგი ბიჭია და იმედია ითამაშებს.
გრიგალაშვილი მიდის და დრომ და ჩვენი კლუბების ისტორიამ დაამტკიცა (დინამოს ვგულისხმობ პირველ ყოვლისა), რომ წამსველი ფეხბურთელი უნდა გაუშვა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადო სხვაგან ჰქრის მისი გონება...

აფციაურის რა გითხრა - ფაქტიურად მაგან გაგხადათ ჩემპიონი მაგრამ სად რას იზამს კაცმა არ იცის, შეიძლება ბურთით კინტაური იცეკვოს და შეიძლება მოწინააღმდეგეს მავაშიგირი დაარტყას ან მთლად უკეთესი ბაკავოის შეაფურთხოს.
მუჯირი 60-ე წუთამდე თუ გაისვრის თორემ მერე შესაცვლელი და ვეღარ დადის.
ერთი დვალია და რა ქნას - იმდენს დარბის ლამისაა ტყლიპი გოუსკდეს...