გილოცავთ ძმებო ჩემპიონობას გულით და სულით. აბა რა ეგონათ მაგათ, სიმართლეს სად გაექცეოდნენ ?!
საქართველოში დინამოს მერე ყოველთვის თქვენი წარმატება გამეხარდება. თქვენნაირი კარგი კონკურენტის ფონზე ყველა ქართულ გუნდს მოუწევს კიდევ უგრო გაძლიერდნენ და ისე მოგიგონ, აღარ გაჭრის იმედია სამომავლოდ ჩაწყობილი თამაშები. ეს კი ჩემპიონატის დონეს გაზრდის.
წარმატებებს გისურვებთ ევროთასებზე, გესახელებინოთ საქართველო ჩემპიონთა ლიგაზე, აბა თქვენ იცით.
დაიმატეთ რამდენიმე კაი ფეხბურთელი და შეუბერეთ, დასცხეთ შტურმებს და მასეთ მაძუნგალ გუნდებს,
წელს გამოცდილებაც მეტი გაქვთ და პასუხისმებლობაც მეტი უნდა იკისროთ.
ევროთასებზე გამსვლელებიდან აშკარად ყველაზე ძლიერები ხართ და ფლაგმანი უნდა იყოთ.
მინიმუმ ევროპა ლიგის ქცეჯგუფში მენახოს საქართველოს ჩემპიონი.
თამამად შემიძლია მთელი ხარაგაულელი ფეხბურთის გულშემატკივრების სახელით მოგილოცოთ ჩემპიონობა. ხარაგაული თქვენ გქომაგობდათ.
ეს პოსტერი ჩემგან საჩუქრად, გამოგადგებათ სადმე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «