toko-zes
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2141
წევრი No.: 101289
რეგისტრ.: 30-September 09
|
#31448880 · 31 May 2012, 18:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ტექსტურად ამოვკრიბე ილია კოკაიას სიტყვები რაც მან რუსთავის ოლიმპზე და ბუბა ტყავაძეზე ისაუბრა
წინასწარ დგება რაღაც განცხადებები, ეს უკვე ყველა დასაშვებ ნორმებს და საზღვრებს ცილდება, როდესაც ეჭვ ქვეშშ აყენებენ ზესტაფონის თამაშსს, იცით რომ გამოსული იყო რუსთავის ოლიმპის აღმასრულებელი დირექტორი და განაცხადა რომ დაუკვირდით ზესტაფონის თამაშებს, იქ რაღაც საშინელება მოხდება, იქ რაღაც გარიგების სუნი ასდის ამ ყველაფერს , მე მინდა აი ამ ყველაფერზე პასუხი მოვთხოვო ამ ხალხს. ხალხი რომლც, მთელმა საფეხმურთო სამყარომ იცის რა მეთოდებით მოქმედებენ, ჩვენ დღეს გავუგზავნეთ წერილი ფეხბურთის ფედერაციას გამოეკვლიათ, მარტვილში ჩატარებული თამაში, ჩვენი თამაშიც და მათი თამაშიც, რომელმაც ძაან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ჩვენ პროტესტი გვქონდა შეტანილი, არ ვიცი როგორ განიხილა ეს ფედერაციამ, მაგრამ მოვთხოვთ კიდევაც პასუხს,თუ იქ მოხდა რაიმე გარიგების მაგვარი, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ შესაბამისი ზომების მიღებას , ერთხელ და სამუდამოთ ფეხბურთი უნდა გაიწმინდოს ამ სიბინძურისგან, თქვენ იცით შარშანდელი ჩემპიონატი რომელიც ჩატარდა სუფთად, შედეგიც ასე თუ ისე მივიღეთ, რომ ქართულმა კლუბებმა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს ევროპაზე, გულშემატკივარსაც მოუტრიალეს განწყობა და ჩვენ იმედი შეგვექმნა ფეხბურთში მონაწილე ინვესტორებს რომ რაღაც სასიკეთოსკენ წავიდა ეს ძვრები, ამ ბოლო მოვლენებმა, ამ ბოლო ჩემპიონატმა, ისევ დაგვიწყო დაბრუნება უკან, 8 წელია ჩვენი კლუბი მონაწილეობს ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში,თქვენ იცით სტადიონზე სლოგანი გვაქ გაკრული "ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე", ეს მარტო სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვაკეთებთ ვამტკიცებთ ჩვენი საქმით და გვინდა რომ ქართული ფეხბურთის შენების საქმეში არავინ არ შეგვიშალოს ხელი, ის ხალხი რომლებიც ასეთ გარიგებებში ღებულობს მონაწილეობას უნდა მოიკვეთოს ფეხბურთიდან, თქვენ იცით რომ იქ ფეხბურთელები გამოავლინეს გარიგებულ თამაშებში და მოკვეთეს ისინი ფეხბურთიდან, მაგრამ ეს აიზბერგის თავია, სამწუხაროდ ბინძური პიროვნებები შემოუტრიალდნენ ქართულ ფეხბურთსს, ჩვენ დავსვავთ ამ საკითხსს და იმ შემთხვევაში თუ ეს არ გადაწყდება ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას რომ საერთოდ მივატოვოთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატი და მივხედოთ სხვა საქმეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერც მაყურებელს ვერც გულშემატკივარს ვერ მოვიყვანთ სტადიონზე იყო მცდელობა რო დაერწმუნებინათ სუყველა, რომ ზესტაფონი გარიგდებოდა, გორს დაუთმობდა თასს, მერე იქ თვითონ მიიღებდა ჩემპიონატში მოგებას... გარწმუნებთ ეს არ მოხდება, ჩვენ მზათა ვართ საერთოდ არ ვითამაშოთ ის თასის ფინალი, ამისთვისაც ვემზადებით რა შემთხვევაში მოხდება ეს? ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ეს სიბინძურე ბოლომდე მიიღებს აი ამ სახეს, მე არ ვიცი ახლა, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მე აქ ულტიმატუმებს არ ვაყენებ, გუშინ მე ის თამაში რომ წამეგო, რაც ძაან ადვილი მოსალოდნელი იყო, ჩვენ ხმაც არ გვექნებოდა ამოსაღები. მაგრამ რეგლამენტზე მაინც გვექნებოდა შენიშვნები, რომ ის არასწორი იყო. მაინც გვექნებოდა ამაზე კამათი. რომ არის გარიგებული თამაშები, დღეს ჩემპიონატში, ჩვენ ეს უნდა მოვსპოთ, უნდა ამოვძირკვოთ, ეს ჩემპიონატი სამმა გუნდმა ითამაშა, თავიდან ბოლომდე, ტოპ გუნდებზე ვისაუბრებ რომელთაც ქონდათ პრეტენზია უეფას თამაშებზე, ეს არის ტორპედო, დინამო და ზესტაფონი, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, და შეხედეთ ამ სამივე გუნდის მდგომარეობას ჩემპიონატის ფინიშზე, აბსოლიტურად ყველა დაცლილები, აბსოლიტურად ძალღონე გამოცლილები, რითია ეს გამოწვეული? ისევ რეგლამენტით, ისევ ყოველ მეოთხე დღეს თამაშით, როდესაც ფეხბურთელს უწევს თამაში, მერე თამაშის შემდგომი აღდგენა, მერე თამაშის წინ მომზადება და თამაში ყოველ ოთხ დღეში, და აი ესეთიმომზადებული მანქანები ჩვენ არ გვყავს, ჟერ არ დაგვიმზადებია საქართველოში. ჩვენ რაც გვაქ ეჭვი, ჩვენი თამაში მართვილში მსაჯობას ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ჩემპიონ გუმნდს ბოლო წუთზე ორი პენალი დაუდეს უსაფუძვლოდ, ამით რეზულტატს მიაღწიეს, მეორე გარიგებული თამაში, ყველამ იცის გარიგებული თამაში იყო მარტვილისა და რუსთავის მეტალურგის, ამაზე მაქვს ეჭვი, გთხოვთ ეს გამოიკვლიოთ, მე არამაქ ინფორმაცია იმაზე რაზედაც ვერ ვილაპარაკებ, რაზეც მაქ უტყუარი ინფორმაცია, მე ვლაპარაკობ იმაზე, თუ ვინმეს დააინტერესებს ეს, საგამომძიებო ორგანო იქნება თუ ვინც მე ყველანაირად შემიძლია ეს ინფორმაცია მივცე კონკრეტულად მერანი მეტალურგის თამაშზე, მე არავარ გამომძიებელი, არც მოსამართლე ვარ, შეიძლება ეს ინფორმაციაც არ იყოს ას პროცენტიანი მაგრამ დარწმუნებული ვარ
მსაჯების დონეზე იყო გარიგება თუ გუნდების დონეზე?
გუნდების დონეზე, აი ამაში საქმე, მსაჯების დონეზე გარიგება ერთი უბედურებაა, მაგრამ როდესაც ეს კლუბების დონეზე ხდება...
პრეზიდენტების თუ გუნდების ხელმძღვანელების დნეზე?
მე ამას ვერ დავაზუსტებ ვის დონეზე, მათი გადაწყვეტილება არ მინახია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს ჩვენ უტყუარი ინფორმაცია ამ თამაშის შესახებ, თუ დააინტერესებს იმ ორგანოებს რომელმაც ეს უნდა განიხილონ, ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით, მათი გადასაწყვეტია ეს გადამოწმდება თუ არ გადამოწმდება, მაგრამ ეს არის ჩვენი ვარაუდი რომ ეს იმფორმაცია მათ დააკმაყოფილებს,
ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას ფედერაციასთან, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას აი ამ კონკეტულ შემთხვევასთან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ფედერაციის გადაწყვეტილებას დავემორჩილებით
წითლად ავღნიშნე ის რაც ჩემი აზრით სიჭიმ და მისნნაირმა ცირკაჩებმა ჩათვალა კრიმინალად, არა და კარგად ჩანს რომ ილია კოკაიამ ვარაუდის დონეზე ილაპარაკა ეს ყველაფერი, აღნიშნა რომ ის არაა გამომძიებელი, მან აღნიშნა რომ საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართულებას მივცემო და დანარჩენი თავიანთი გამოსაძიებებელიაო და მან ისიც აღნიშნა შესაძლოა ეს ინფორმაცია არ იყოს 100 პროცენტიანი გამოძიებისთვის, ასევე უნდა ავღნიშნო ილიამ იქეთ დადო თავიდან ბრალი ბუბა ტყავაძეს რომ ის ჩირქს ცხებს
This post has been edited by toko-zes on 31 May 2012, 18:30
|