Irakli has joined DLP Project 2016 under the head coach Dirk Lange
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი სიახლე !
საქართველოს რეკორდსმენი,ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი,ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ირაკლი ბოლქვაძე დღეიდან შეუერთდა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცურვის გუნდს "DLP Project 2016"-ს,რომლის მწვრთნელიც ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტად აღიარებული გერმანელი დირკ ლანგეა.ლანგე გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო.გერმანიიდან წამოსვლის შემდეგ მან ავსტრიაში,ქალაქ გრაცში შექმნა საკუთარი ბაზა,რომელიც ევროპაში უძლიერესად ითვლება.სწორედ ლანგესთან ვარჯიშის შედეგად მოიპოვა ოლიმპიური ოქრო და მსოფლიო რეკორდი სამხრეთ აფრიკელმა კამერონ ვან დერ ბურგმა.მის გარდა გუნდში ირიცხებიან მსოფლიოს საუკეთესო ბრასისტები:
იტალიელი Fabio Scozzoli- მსოფლიოს ჩემპიონი,ევროპის ჩემპიონი
გერმანელი Marko Koch - ევროპის ჩემპიონი,მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
სამხრეთ აფრიკელი Giulio Zorzi-მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
სლოვაკი Tomas Klobucnik - ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი
ხორვატი Nikola Obrovac - 2014 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის გამარჯვებული,EYOF 2013-ის პრიზიორი
ასევე ამ ბრასისტების გარდა მრავალი ევროპის ჩემპიონი და საკუთარი ქვეყნის რეკორდსმენი
გუნდის ბაზა არის ავსტრიაში,ქალაქ გრაცში,სადაც ირაკლი დღეს დილას ჩაფრინდა,თუმცა მთელი წლის განმავლობაში გადიან შეკრებებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.ირაკლი დეკემბრის ბოლომდე გამოსაცდელი ვადით ივარჯიშებს გუნდში,თუ თავად მოეწონება პირობები და სიტუაცია შემდეგ ოფიციალურ კონტრაქტსაც გააფორმებს.იტალიელი ფაბიო სკოცოლი და ირაკლი ერთად იცხოვრებენ ბინაში.
დიდი იმედი გვაქვს,რომ მსოფლიო ცურვის გენიოსად შერაცხულ დირკ ლანგესთან ვარჯიშის შედეგად ირაკლი ბევრად გააუმჯობსებს საკუთარ შედეგებს და მსოფლიო ცურვის ელიტაში შევა
Irakli Bolkvadze Official