2 დღეშია კენჭისყრა და განვიხილოთ აბა სავარაუდო სასურველი მეტოქეები
ზესტაფონს მიოლდე, ლუდოგორეცი და ჰაპოელი თუ არ შეხვდა წესით თავისუფლად უნდა გაიაროს ნებისმიერი... ნუ ჟელეზნიჩართანაც არ იქნება იოლი თამაში... ყველაზე სასურველი მეტოქე პირადად ჩემთვის ერევნის ულისი იქნებოდა...
ტორპედოს ყველაზე სასურველ მეტოქედ ერევნის პიუნიკი მიმაჩნია, რა თქმა უნდა, ბირკირკარა სტრეიმურის მერე... ძალიან ცუდ ფორმაშია პიუნიკი, დარწმუნებული ვარ, უპრობლემოდ გაივლის ტორპედო... არასასურველებში ტვენტე, ლეხი, როსენბორგი + შვედური და აზერბაიჯანული გუნდები უნდა მივათვალოთ. პირველ 2-თან ძალიან გაუჭირდებათ, რუსენბორგი არც ისე მრისხანე ძალაა, მაგრამ მაინც როსენბორგია და შვედურ აზერბაიჯანულ გუნდებთან იბრძოლებენ, მაგრამ გაუჭირდებათ. სხვა შემთხვევაში მინიმუმ 50/50-ზე იქნება... ჩემი აზრით, 1 ეტაპს გაივლიან
მეტალურგს არ ვიცი ვინ უნდა შეხვდეთ რომ გაუჭირდეთ. ყველაზე სერიოზული მეტოქე ბუდაპეშტის მტკ-ა + 2 სლოვენიური გუნდი და რაღა ეგენი შეხვდებათ... სხვა შემთხვევაში ცალი ფეხით უნდა გაიარონ ნებისმიერი მეტოქე...
ეს რაც შეეხებოდა I საკვალიფიკაციოს
____________________________________________
ეხლა II-ს რომ შევეხოთ
სამივე გუნდი (თუ გავიდნენ) განუთესავი იქნება, ანუ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ დაპირისპირება
დაახლოებით ზუსტადაა გაყოფილი შუაში არასასურველი და სასურველი მეტოქეების სია
ტვენტედან - ბრატისლავის სლოვანამდე ყველა არასასურველია და ბრატისლავის სლოვანიდან - ვოივოდინამდე სასურველები...
ეხლა სამიდან 2-საც რომ შეხვდეთ ქვედა რეიტინგის გუნდები, წესით ერთ-ერთმა უნდა გადალახოს ეს ეტაპიც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვნახოთ აბა ვის გაუმართლებს და ვის არა.............