ჯ ა ნ ობორჯომი.ბაკურიანი,ქობულეთი.ურეკი:
Franziskanerევრას სუ დედის ტრაკი უნდა ვაგინო და არ გაგიტყდეს;
ერთხელ უკვა ავუსრულე,აქ რო იყო ნაკრებთან ერთად
და სუა?
* * *
მაჩვენეთ თქვენი პასპორტი
გლდანში სტუმრად წამიყვანეს...
აი, იმ მომენტს ვერ ვიტანდი, სუფრაზე, რომ შეზარხოშდებოდნენ ხოლმე და წაიღებდნენ ტვინს : აბა ლექსი გვითხარი, აბა გვიმღერე, გვიცეკვე და ზოგიერთი იდიოტი "პასპორტის" ჩვენებაზეც, რომ გეღრიჯებოდა, აქაოდა ვერ ვიჯერებ, რომ მართლა ბიჭი ხარო...
ჰოდა, როგორც კი შევამჩნიე სუფრის წევრებს, ღიპები გადმოუვარდათ, ლოყები აუღაჟღაჟდათ და რაღაც სისულელეებზე დაიწყეს კაიფის დაჭერა, მივხვდი, რომ ჩემი სადისტურად წამების დრო ახლოვდებოდა და ჩუმად გავიპარე სახლიდან...
ატყდა ვაი-ვიში და უბედურება... გამოცვივდნენ გარეთ ყველანი დიდიან პატარიანად და დამიწყეს ძებნა.
- აქ პატარა ბიჭი ხომ არ გინახავთ? აი, ამ სიმაღლეა, შავტუხა.
- შავტუხა?
- ჰო!
- აქ ყველა ბავშვი ეგეთები გვყამს! - უპასუხა მეზობელმა სუსანამ მამაჩემს და მასაც გაახსენდა, რომ გლდანში ქურთების უბანში იმყოფებოდა...
მივხვდი, რომ დავიკარგე და სახლს ვერ ვაგნებდი... (მე კი არა გლდანის დამპროექტებლები იკარგებოდნენ ზოგჯერ) რა უნდა მექნა? გადმოვაბრუნე ქვედა ტუჩი და ამოვუშვი ბზუილი.
ვიღაც გამვლელბა ქალმა, რაღაც მკითხა და რომ ვერ გავიგე ქართულზე გადმოერთო.
- რატომ ტირიხებ?
- დავიკარგეეე...
- სახელი რა გქვია?
- ნუდო (ნუგოს ვერ ვამბობდი)
- რამხელა ხარ მუდოვ?
-მუდო ალა, ნუდოო! - შევუსწორე და ხელი შუბლის სიმაღლეზე გავაჩერე - ამხელა...
- სად ცხოვრობ?
- ჩემს სახლში...
- რომელია შენი სახლი?
(ესეც რომ მაგარი ვიღაც შემხვდა... smile emoticon ვტირივარ დავიკარგეთქო და მეკითხება, რომელია შენი სახლიო? ჩემი სახლი რომ მცოდნოდა დაკარგული ვიქნებოდი?)
კეთილმა დეიდამ, იქვე, თავის სახლში შემიყვანა და ტელეფონზე მილიციაში დარეკა.
მილიციაო, რომ გავიგე ლამის კრუნჩხვები დამემართა
- ეგრე რათა შვრები ფეხებს? ფისი-ფისი გინდა?
- არააა - მოვუმატე ბღავილს.
- აბა რა გინდა, ძგნერიი?
***
ცოტახანში მამაჩემი და უბნის ინსპექტორიც გამოჩნდნენ...
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...
მილიციელმა რაღაც საბუთების შევსება დაიწყო და მამაჩემს თავაზიანად მიმართა
- ამხანაგო ვიქტორ, მაჩვენეთ თქვენი პასპორტი. ფორმალობაა, მაგრამ ამ გრაფაში უნდა ჩაიწეროს მონაცემები
- თან არ მაქვს - უპასუხა მამაჩემმა.
- ეე... როგორ არ აქს! დეიდასი ცხვენია!
აი მე გაჩენებთ - ვუთხარი მილიციელს და შარვალი კოჭებამდე ჩავიძრე.
ატყდა სიცილ-ხორხოცი... გარეთ დარჩენილი ჩემი ნათესაობა ჯერ-ჯერით იჭყიტებოდნენ ფანჯრიდან, რა ხდებაო?
მე კი მიხაროდა, რომ მამაჩემი უხერხულ მომენტს გადავარჩინე და აწითლებული ლოყებით დავყურებდი პასპორტს, რომელიც მახინჯ ხუმრობად დაემკვირებინათ უფროს ბიძიებსა და ბაბუებს, რის გამოც სახლიდან გამოვიპარე...