შალვა რამიშვილს მოვპარე სტატუსი ფეისბუკიდან


..........................................................................................................................
ეს მაშინ მოხდა მაშინ როცა 202-ს ვაკეთებდით - 2002 ის ზაფხულში.
ჩემი სასტავის ბიჭები გარეუბნებში ცხოვრობდნენ, ამიტომ გადავწყვიტე მათთვის დიღმის მასივში ტელევიზიასთან ახლოს სამოთახიანი ბინა დამექირავებინა. ასეც მოვიქეცი...
ვიპოვე ბინა და იქ ოთხი უცოლო მუტრუკი გადასახლდა.
ცხადია ეს სახლი სულ მცირე ხანში ცოდვის ჭურჭელად (сосуд грехов) გადაიქცა.
გაურკვეველი ჯურის ბოზები ხშირად სტუმრობდნენ მას. მუტრუკების (სხვათა შორის ნიჭიერი მუტრუკების) ხელფასი კი მნიშვნელოვანწილად პლანში და პუტანკებში იხარჯებოდა.
იქ პირველად გავსინჯე მანაგუა. მახსოვს ამ მყრალი სითხის გადაყლაპვის შემდეგ ნახევარსაათში როგორ ჩამოდგა ჩვენი კორპუსის წინ საოკეანო ლაინერი და როგორ დამიძახა მხიარულმა მიჩმანმა ბორტზე ამოდიო.
მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.
ერთ დღესაც ვსხედვართ ამ ბინაში და უსაქმურობას ვეძლევით.
რაზე უნდა ილაპარაკონ ამ დროს მამაკაცებმა თუ არა სექსზე.
ვის, როგორ, რანაირად და რამდენჯერ შეუძლია?!
საკითხი აქტუალური იყო. დისკუსიის მონაწილეთა განაცხადები კი - საკამათო.
მახსოვს ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს "ვამხელდით" რომ კოიტუსისას ალბათ ჯეროვან ვაჟკაცობას არ იჩენდა.
მას ძალიან ეწყინა და შემოგვთავაზა, რომ მისი მონაწილეობით შესრულებული აქტი ვიდეოზე გადაგვეღო რათა ყველა დარწმუნებულიყო ხსენებული მეგობრის შესაძლებლობებში.
ახალგაზრდები ვიყავით...
იმ სახლის გარყვნილი ჰაერი თავში გვიქროდა
"რატომაც არა" ვთქვით ჩვენ და ცოტა ხანში ტელევიზიიდან ვეებერთელა ბეტაკამის კამერაც მოვაცუნცულეთ.
კამერა საგულდაგლოდ დავმალეთ საბნების გროვაში, რომელიც საწოლ ოთახში ციმ-ციმ შეტანილ მაგიდაზე დავახვავეთ
ზარი ნაცნობ მამაშთან განხორცელდა. მეძავი ჩვენსკენ მომავალ გზას დაადგა.
ჩვენ კი კამერაზე REC ს მივაჭირეთ და ტელევიზიაში გავიცურცლეთ.
ჩართული კამერა საბნების გროვაში,
ჩვენი მეგობარი ერთ ხელში პრეზერვატივით და მეორეში 5 თუმნიანით ( ასეთი ტარიფი იყო მაშინ) - აი რა დახვდა მეძავს სახლში.
მახსოვს როგორ ველოდებოდით ფირს. ასე ალბათ უცხოპლანეტელების კონტაქტის ვიდეოს არ დაველოდები ახლა.
როგორც იქნა საათნახევრის შემდეგ კასეტა დავითრიეთ, სამონტაჟო მაგნიტოფონში ჩავაგდეთ და ეკრანს ისე შევაჩერდით თითქოს მზერით კინესკოპის დამსხვრევა გვინდოდა.
ეკრანზე ჩვენი ძამაკაცი გამოჩნდა. მას მეძავი მოჰყვა. ასე 30 წლის ქალი იყო.
რაიონიდან ჩამოსული - აჟურნი კაბაში. იაფასიანი კოსმეტიკით რეტუშირებული გახლდათ. თან პუტანკებისთვის დამხასიათებელი ოდნავ თავხედური მაგრამ недовечивый მზერით იყურებოდა.
ჩვენმა ძმაკაცმა გაიხადა.
გაიხადა პუტანკამაც
დაიწყო აქტი და
დავცხეთ ყიჟინა...
უაღრესად სექსისტური... არაკორექტული... კომპლექსებით აღსავსე ფალოცენტრული მამრების ყიჟინა.
მაგრამ მაშინ გვეკიდა თუ რას იფიქრებდნენ ემანსიპატორი ენჯეოების მუშაკები ჩვენზე.
ეკრანზე ჩანდა ერეგირებული ჩვენი ძმაკაცი და სოფლელი ბოზი .
ეს ჩვენი ძმაკაცი თეატრალიზებულად ირჯებოდა. პორნოსტარს თამაშობდა... კამერაზე მუშაობდა...
ქალი კი პუტანკა იყო რა...
მისთვის ეს სექსი გიმნასტიკა იყო და მეტი არაფერი.
სამონტაჟო დაინგრა ხორხოცით.
ეს ჩვენი ძმაკაცი ოდნავ აწითლებულ-დამორცხვებული კი იდგა იქვე, მაგრამ ჩანდა რომ ევასებოდა თავისი ნახელავი.
ხმაურიანი ორგაზმის შემდეგ ჩვენი ძმაკაცი წამოდგა და ხვნეშა-ხვნეშით გაემართა სააბაზანოსკენ.
მისი შიშველი საჯდომის დანახვამ მორიგი როხორხის ტალღა გამოიწვია.
კადრში დარჩა ბოზი
30 წლის სოფლელი გოგო
რომელიც გაჟიმეს
თან ორჯერ
ერთხელ ჩვენი ძმაკაცის -
ხოლო მეორეჯერ კი სამონტაჟოში მოხორხოცე ვირების მიერ.
ხორხოცი გრძელდებოდა
"საღოლ... საღოლ" ვაქებდით ჩვენს ძმაკაცს.
ამ დროს ოთახში მარტოდ დარჩენილი ბოზი საწოლზე წამოჯდა და კარებსაკენ გაიხედა.
მერე მოულოდნენლად პირჯვარი გადაიწერა სამჯერ და ჯვარს აკოცა.
ცოდვას ინანიებდა ეს ჩემისა.
მისი პროფესიის ქალები ხშირად გვიყვებოდნენ გულისამაჩუყებელ ისტორიებს იმაზე თუ რა ჩათლახური ცხოვრება ჰქონდათ. ასეთი ამბები ჩვენზე არ მოქმედებდა. დავცინოდით ასეთ ამბებს. ახალგაზრდები ვიყავით. სისხლი გვეგონა და თურმე სხვა რამ გვითუხიხებდა ძარღვებში. უკვე პოპულარულები, ცოტა ფულის მქონენი ძალიან ამოპარტავნები გახლდით. აღვირახსნილობაში ახლადშესულნი ზომა და წონა არ ვიცოდით.
მაგრამ იმის ხილვამ თუ როგორ გადაიწერა იმ ჩემი ცოდვით სავსე ბოზმა პირჯვარი მაგრად დაგვინძრია.
ისე თვალნათლივ დავინახეთ ჩვენი ნამოქმედარი რომ წამით გვეგონა რომ ღმერთი არსებობს და ღმერთმა სილა გაგვაწნა.
მას მერე უამრავი ცოდვა ჩავიდინეთ (მე ყოველშემთხვევაში) და ალბათ ჩავიდენთ კიდეც, მაგრამ ბოზები არც იმ სახლში და არც ვაბშემც არსად არ ამოგვიყვანია.
P.S.
გთხოვთ, ნუ განგვსჯით მორალისტის კვარცხლბეკიდან. ღმერთი არამარტო ლოცვაში გვეხება,
არამედ ყველგან სადაც მას თავად მოესურვება ეს.

:"D
This post has been edited by akkai on 29 May 2013, 18:50