არაბიძის გოლმა ქართველები აზერბაიჯანთან მარცხს ვერ გადაარჩინა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 8-გუნდიანი საერთაშორისო ტურნირი ("პრეზიდენტის თასი") დაიწყო 1997 წელს დაბადებულთა გუნდებს შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. თუმცა, ჩვენებს ერთი წლით უმცროსები ჰყავთ წაყვანილი - 1998 წელს დაბადებულები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის.
ტყებუჩავას გუნდმა ჯგუფის პირველ ტურში 1:2 წააგო აზერბაიჯანთან. ქართველთაგან გოლი გიორგი არაბიძემ ("ლოკომოტივი" თბილისი) გაიტანა.
ხვალ საქართველო ირანს შეხვდება, ხოლო 12 მაისს, ჯგუფის ბოლო ტურში ბრაზილიურ "ბოტაფოგოს" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ირანიც 1998 წელს დაბადებულებითაა ყაზახეთში ჩასული.
B ჯგუფში თამაშობენ ყაზახეთი, ლიტვა, ჩინეთი და ყირგიზეთი.
13 მაისს ყველა ადგილი გათამაშდება: ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებულები გადიან ფინალში, მეორეადგილოსნები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ და ასე შემდეგ.http://worldsport.ge/ge/page/arabidzis-golma-qartvelebi-azerbaidjantan-marcxs-ver-gadaarchina
* * *
* * *
გიორგი არაბიძე . საქართველო 1-2 აზერბაიჯანი
This post has been edited by max-14 on 9 May 2013, 16:48