sergo_38_fcz
კაკ მინიმუმ ესპანეთი რო დაიხიოს :დ

* * *
რაც შეეხება სახელს და პროტეტს,ბევრი რო არ ვიწვალო,აგერ გოლი.გე-ზე დაწერა ჭკვიანმა კაცმა

სალამი!
ყველას გილოცავთ დღევანდელ ისტორიულ საფეხბურთო გადაწყვეტილებას! ამას პირადად მე დიდი ხანია ვიძახდი და ცოტა ადრეც შეიძლებოდა ამის თუნდაც ფორმალურად მოგვარება, მაგრამ როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!
სახელს კი რას ერჩით? რით ჯობდა "უმაღლესი ლიგა"? უმაღლესი კი არა მიუწვდენელი კიდე... პრემიერ ლიგა, თითქმის ყველა ნორმალურ ქვეყანაში ყველაზე მაღალი რანგის ლიგის აღმნიშვნელია და აქ, მიბაძვა არაფერ შუაშია!!!ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი, გარკვეულ წილად, სტანდარტულ სახელს წარმოადგენს, ისევე როგორც პოლიტიკაში პრემიერ-მინისტრი, თუ პარლამენტი! აბა, მაგ ლოგიკით გამოდის, რომ მიბაძვაში რომ არ ჩაგვეთვალოს, ჩვენ პრემიერ-მინისტრს უმაღლესი მინისტრი უნდა დავარქვათ (რადგან დონით და გავლენით თავის ბობოლა ევროპელ კოლეგებზე ნაკლებ გავლენიანია), პარლამენტს და საკრებულოებს კი, ხმოსანთა საბჭოები, როგორც ეს რუსეთის იმპერიაში ერქვათ მსგავსი (და არა იგივე) ტიპის ორგანოებს!
ჩემი აზრით, ბოლოს და ბოლოს დროა, რომ ევროპულ დონეს ე. წ. "შეფუთვით" მაინც მივუახლოვდეთ და კარგია რომ ამას ახლა მაინც მიხვდნენ.
ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ!!!