თამაშზე მინდოდა ორიოდ სიტყვა მეთქვა, მაგრამ საქართველო ხორვატიის თემა ვერ ვნახე, შესაბამისად რადგან ჩემი მონოლოგის ძირითადი ნაწილი ჭანტურიაზე მინდოდა საუბარი, ამ თემაში ვიტყვი სათმელს.
თავად ნაკრებს რაც შეეხება მატჩუ უდაოდ კარგად დავიწყეთ, ვუტევდით, კომბინაციები გამოგვდიოდა მეტნაკლებად, ისინი ფაქტიურად ვერ გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე და რაც ყველაზე მთავარია, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით.
თუმცა სად წავიდა ის მონდომება და ბრძოლის ჟინი რაც საწყის 20 წუთში გვქონდა პირადად ჩემთვის გამოცანად რჩება. გოლის გატანის მერე, დავთმეთ ცენტრი დავთმეთ ბურთი და უბრაკიდ ვიდექით, თითქოს ხორვატიას არ ჰქონდა იმდენი კლასი რომ 1 ბურთი გაექვითა, ან მეორეა, უბრალოდ ეკიდათ თამაში და არანაირი აზრი არ ჰგქონდა შედეგს.
ერთადერთი ვისაც მონდომება ეტყობოდა და რაღაც მაინც გამოსდიოდა მეტნაკლებად, უაზროდ ბურთს არ კარგავდა და ყველაფერს აკეთებდა იყო ძალამიძე, არ ცდილობდა ძალამიძე ადგილიდან შეექმნა შედევრი, მოძრაობდა დარბოდა, იხსნებოდა, ცდილობდა ზედმეტად არ ეთრია ბურთი ისე როგორც ამას ჭანტურია აკეთებდა.
მიუხედავად იმ მართლა რამოდენიმე ძალიან კარგი გადაცემისა, ზედმეტი მოუვიდა ყველაფერში, პრაქტიუკლად არ მოძრაობდა, თითქმის არასდროს გაკიდებია მცველს უკან, განსაკუთრებით თვალში საცემი იყო გიორგის ადგილზე დგომა მეორე ნახევრაში, ნებისმიერ პოზიციაზე და სიტუაციაში ითხოვდა ბურთს თავად არაფრის დიდებით არ ელოეოდა მას, თუ მოწინააღმდეგე არ დაატოვებინებდა
ცდილობდა ეთამაშა პუბლიკაზე, რამოდენიმე მარტივ სიტუაციაში ეფექტურად ცდილობდა გადაეწოდებინა თანაგუნდელისთვის ბურთი, რაც არც თუ ისე სასიხარულოა ჩვენთვის, განსაკუთრებით მის ასაკში მყოფი ფეხბურთელისთვის.
არ მინდა ვიხმარო სიტყვა მარიაჟი, მაგრამ აშკარად ცდილობდა ემარიაჯა, პლუს ამას ზევით ჯორჯმა აღნიშნა და მეც იგივე შთაბეჭდილება დამრჩა, იგრძნობდა თითქოს ცალიფეხით თამაშობდა, თავს არ უტოლებდა მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს, რომ ის კლასით მეტია, შემდგარი ფეხბურთელია და რა მისი საკადრისია ახალგაზრდულში ამათთან ერთად ბურთის გორება.
ჩივაძეს რა უნდოდა ვერ გავიგე

რატო არ ათამაშა ყაზაიშვილი, იგივე კუხიანიძე, სად მონახა ბოლოს ის 9 ნომერი? კონსტანტინე გაბაშვილი, ვინაა რა უნდა და საიდან მოსულა. ბიჭი ბეჭებში გამართული ვერ დადის ამან ბურთს როგორ უნდა გაეკიდოს და გოლი როგორ უნდა შეგიგდოს, მარტო მინისტრის შვილობა არ არის საკმარისი ფეხბურთის სათამაშოდ, ცოტა ნიჭი და მონდომებაც ხომ უნდა ჰქოდეს?
რატო გამოცვალა ძალამიძე? ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და ისიც დააბნელა და დააყენა ირგვლივ წყვდიადი
მოკლედ გურჯისტანია და არ გვეშველება არაფერი რა, ცუდი ის კი არ არის რომ ვერ მოვიგეთ, ცუდი ის არის, საქართველოს ხვალინდელ დღეთ ესენი რომ ითვლებიან


ეს ის კარგი პასია, ერთი ერთზე რომ დატოვა თანაგუნდელი



ეს შედევრი დრიბლინგი

რომლის მერე რა თქმა უნდა ბურთს ვერავინ ართმევს


This post has been edited by imerely on 16 Aug 2012, 02:21