"დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ბილეთები 100-დან 500 ლარის ფარგლებში იყიდება
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...hi-iyideba.htmlყველა ნახულობს და ხედავს გადამყტიდველებს პოლიციის და მონიტორინგის ტიპების გარდა, შუა რუსთაველზეც დასეირნობენ და სთავაზობენ ხალხს ბილეთებს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნოდარ ტურძელაძემ განუცხადა, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბილეთების გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
"სტადიონის გარშემო ამჟამად მობილიზებულია ზედამხედველობის სამსახური, საქპატენტი და საპატრულო პოლიცია. ჩვენ ვცდილობთ არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. რაც შეეხება თბილისის მასშტაბით ბილეთების გადაყიდვის ფაქტებს, ამის გაკონტროლება საკმაოდ ძნელია. ჩვენთან სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა", – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.