achi-anchabeli
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8605
წევრი No.: 13002
რეგისტრ.: 21-September 05
|
#32208738 · 20 Jul 2012, 09:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
19.07. 20:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 6000 მაყურებელი მეტალურგი (რუსთავი, საქართველო) - პლზენი (ჩეხეთი) 1:3 (1:2) მეტალურგი: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, რაზმაძე, ქავთარაძე (დობროვოლსკი 46), ირაკლი მაისურაძე, გეწაძე, მიქაბერიძე (დავით ჯანელიძე 66), ტატანაშვილი (სიხარულიძე 66). მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი. პლზენი: ბოლეკი, რაიტორალი, პროხაზკა, სევინსკი, ლიმბერსკი, ხორვატი, ფილო (სტიპეკი 84), მალაკიანი (ზემანი 64), დარიდა, კოლარი (ჰანუშეკი 87), დურიში. მწვრთნელი: პაველ ვრბა. გოლები: 0:1 ხორვატი (14), 1:1 ტატანაშვილი (30), 1:2 კოლარი (33), 1:3 ხორვატი (59). გაფრთხილება: სუხიაშვილი (22), ფილო (51), დარიდა (62), რაზმაძე (89). არბიტრი: ალეკოვიჩი (ბოსნია).
რუსთავის “მეტალურგის” მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი გუნდის მომზადებს დონე აშკარად ჩამოუვარდება ჩეხური “პლზენისას”. 1:3 - ამ ანგარიშიოთ წააგეს რუსთაველებმა ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი. ჟორჟიკაშვილმა გლობალურ პრობლემებზე ისაუბრა: - ჩვენ ვნახეთ “პლზენის” თამაში მოსკოვის “სპარტაკთან”. ჩეხები იმავენაირად მოქმედებდნენ ჩვენთანაც. სწრაფი ფლანგელი მცველები რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ შეტევაში ჩართვისას, ჩვენ კი, მათი განეიტრალება ვერ მოვახერხეთ. ამ მატჩმა ნათლად დაგვანახვა, თუ სად ვიმყოფებით. ჩეხურ საკლუბო ფეხბურთამდე ჯერ შორია. ტექნიკურ-ტაქტიკურად და ფიზიკურადაც გვაჯობეს. - ეს ყველაფერი, ალბათ, ბავშვთა ფეხბურთში თავის დროზე არასწორი მუშაობის შედეგიცაა. “პლზენშიც” ზრდასრული ფეხბურთელები თამაშობენ და “მეტალურგშიც”, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დიდები პატარებს ეთამაშებოდნენ. - მართალი ხართ. ფიზიკური მომზადების ტესტური მაჩვენებლები, რაც ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს აქვთ, ჩვენთან მხოლოდ ორ-სამ მოთამაშეს გააჩნია. ზოგჯერ, ფეხბურთელებისთვის ისეთ რამეზე მიწევს მითითება, რასაც უცხოურ საფეხბურთო სკოლაში 12 წლის ბავშვს ასწავლიან. რატომ დაიწყო დღეს ჩვენმა მცველმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს ორი კაცის მოტყუება? იმიტომ, რომ უკვე ვეღარ ჰყვება სიტუაციას და ითიშება. წნეხში ექცევა. ბავშვთა ფეხბურთში ინდივიდუალურად მიდის მუშაობა და არა შედეგზე. ასეა უცხოეთში. - რამდენად იმოქმედა დღეს იმან, რომ თექთურმანიძე და კვარაცხელია აღარ გყავდათ? - ალბათ, უკეთ ვითამაშებდით, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისინი რომ გვყოლოდა, მოვიგებდით. საერთოდ კი, როცა “პლზენის” დონის გუნდს ეთამაშები, იზრდები, ბევრ რამეს სწავლობ. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ “პლზენმა” თამაშით მოსკოვის “სპარტაკსაც” კი აჯობა ამხანაგურ მატჩში. ბოლოს, ჟორჟიკაშვილმა ბოდიშიც მოიხადა მარცხისთვის.
This post has been edited by achi-anchabeli on 20 Jul 2012, 09:43
--------------------
"პარლამენტარიზმი ნიშნავს მოქალაქეთა გარანტიებს, დისკუსიის, პრესის, ინდივიდუალურ თავისუფლებას, გადასახადების კონტროლს... უფლებას, იცოდეთ როგორ განკარგავენ თქვენ ფულს... თითოეულის უსაფრთხოებას, ტირანიის საპირწონეს, ერის ღირსებას, ცვლილებებს, სიცოცხლეს და ბევრ სხვა რამეს" მონტესკიე
|