#32176619 · 18 Jul 2012, 01:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ რამდენს უნდა რეალურად საქართველოში საფეხბურთო კარიერა?ანდა რამდენს მიუწვდება ხელი საფეხბურთო კლუბებზე?სადღაც ყური მაქვს მოკრული,რომ ბევრი ოჯახი ფიზიკურად ვერ წვდება ამას,რომ ბავშვი კლუბში და საფეხბურთო სკოლაში მიიყვანოს.ცალკე საკითხია რა დონისაა ეს სკოლები.ფეხბურთი ბიზნესიაო ვწერთ.კი ბატონო.მაშინ ფეხბურთელობა პროფესია უნდა იყოს და თუ არ გააჩნია პერსპექტივა ამ ხელობას,ვინ გაჰყვება?შენგელია,ყიფიანი,დარასელია(ღმერთმა გაანათლოს ყველა),ჩუვაძე,გუცაევი და ა.შ. გრანდები სახელისათვის და დიდებისათვის თამაშობდნენ.არ იყო მაშინ ფეხბურთი ბიზნესი და ფეხბურთელობა ხელობა.მაგრამ ხელმისაწვდომი იყო სპორტული კლუბები. მაინც რა დონის მწვრთნელი და ფეხბურთელი ჩამოვა ჩვენთან სამუშაოდ და სათამაშოდ?შეიძლება ვიპოვოთ სადმე ვინმე ისეთი,რომ საქართველოს ჩემპიონატს ეყოს.მაგრამ გარეთ... საერთოდ რომ მივყვეთ მსჯელობას,მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი ძალინ შორს წაგვიყვანს.ელემენტარული ფეხბურთის ფედერაციაში რაც ხდება ხოლმე,ნორმალურია?რამდენადაა შორს ფეხბურთის ფედერაცია ათასი ჯურის პოლიტიკური დაჯგუფებებისა და კლანების ინეტერესებისაგან შორს?და რამდენადაა ეს კლანები თუ დაჯგუფებები რეალურად ფეხბურთის განვითარებით დაინტერესებულები?თუ...უბრალოდ ეძებენ იმ არქიპოს ყრუ-მუნჯს,რომელიც უნდა იჯდეს ჭაში და ზარი ჩამოკრას გაჭირვებული ხალხის გასახარად?
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|