http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=41076&lang=1გუნდები საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზეც დაწყვილდნენდღეს ფეხბურთის ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს 2012-13 წლების დავით ყიფიანის სახელობის თასის 23-ე გათამაშების 1/16-ფინალის წილისყრა გაიმართა. წილისყრას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური სამდივნოს უფროსი რევაზ შენგელია და საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი ნოდარ კაკულია უძღვებოდნენ.
1/16-ფინალში 24 გუნდი თამაშობს (უეფას ტურნირებში მონაწილეები გათამაშებაში 1/8-ფინალიდან ჩაერთვებიან).Gგუნდები 2 კალათად დაყვეს. პირველში განთავსდნენ 2012-13 წლების უმაღლეს ლიგაში მონაწილე 8 გუნდი და 2011-12 წლების პლეი აუტში V-VIII ადგილებზე გასული 4 გუნდი. ხოლო მეორე კალათაში 2012-13 წლებში პირველ ლიგაში მოასპარეზე 12 გუნდი. ესენი ტერიტორიული პრინციპით (აღმოსავლეთი-დასავლეთი) დაყვეს და ასე დაწყვილეს:
“ჩხერიმელა” (ხარაგაული) – “დინამო” (ბათუმი)
“ზუგდიდი” – “იმერეთი” (ხონი)
“სამგურალი” (წყალტუბო) – “კოლხეთი” (ფოთი)
“ჩიხურა” (საჩხერე) – “კოლხეთი” (ხობი)
“სამტრედია” – “მერანი” (მარტვილი)
“გურია” (ლანჩხუთი) – “სქური” (წალენჯიხა)
“შუქურა” (ქობულეთი) – “მერცხალი” (ოზურგეთი)
”აეტი” (სოხუმი) – “სიონი” (ბოლნისი)
“ლიახვი”(აჩაბეთი) – “სპარტაკი” (ცხინვალი)
“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) – “ლოკომოტივი” (თბილისი)
“გაგრა” – “ჭიათურა”
“დინამო” (თბილისი) – სტუ (თბილისი)
მატჩები 29 აგვისტოსა და 17-18 სექტემბერს გაიმართება. ქობულეთში სტადიონის რეკონსტრუქცია 15 სექტემბერს მთავრდება და ამიტომ, “შუქურა” – “მერცხალის” შეხვედრა ბათუმში – “ადელის” სტადიონზე ჩატარდება.
სოლომონ გულისაშვილი