https://www.facebook.com/WITGEORGIAFC/photo...8316386/?type=3საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გარდამავალი გათამაშების პირველი ლიგის წითელ ჯგუფში მყოფი 8 გუნდიდან ვიტ ჯორჯიას სამის - ვანის სულორის, თერჯოლის საპოვნელასა და გარდაბანის წინააღმდეგ ოფიციალური შეხვედრა არ გაუმართავს. დანარჩენი ხუთი გუნდის წინააღმდეგ ჩვენს სხვადასხვა დროს აქვს ნათამაშები. გთავაზობთ წალენჯიხის სქურის, ზუგდიდის ოდიშის, გაგრას, ჭიათურასა და ბორჯომის წინააღმდეგ გამართული ურთიერთშეხვედრების ისტორიას.
წალენჯიხის სქურის წინააღმდეგ ვიტ ჯორჯიას სამი შეხვედრა აქვს გამართული. პირველი დაპირისპირება ვიტ ჯორჯიასა და სქურს შორის 2010 წლის 10 ნოემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპზე შედგა. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაიობა არსებული ფორმატიდან გამომდინარე ერთ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო. წალენჯიხაში სტადიონზე 1000-მდე გულშემატკივარმა მოიყარა თავი. დაპირისპირება ვიტ ჯორჯიელების უპირატესობით წარიმართა და მატჩის დებიუტშივე, მეათე წუთზე გურამ გურეშიძემ ჩვენი გუნდი დააწინაურა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთის გატანა ოთხ წუთში მოახერხეს - 1:1, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და 90 წუთის ამოწურვის შემდგომ, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა აუცილებელი. შეცვლზე შემოსულმა ბექა ზაქრაძემ მატჩის 108-ე წუთზე ვიტ ჯორჯიას სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ასახა და საბოლოოდ მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.
უკანასკნელ სეზონში წალენჯიხაში სტუმრობა კიდევ ერთხელ მოუხდა ჩვენს გუნდს და სწორედ ეს იყო ამ გუნდებს შორის გამართული მეორე მატჩი. საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონზე შემდგარ მატჩში საყაიმო საფინალო შედეგი დაფიქსირდა - 0:0.
უკანასკნელი, რიგით მესამე მატჩი სქურის წინააღმდეგ მცხეთაში 2016 წლის 2 მარტს შედგა. დაპირისპირება ამჯერადაც ფრედ - 2:2 დასრულდა. ვიტ ჯორჯიელები მატჩის მსვლელობისას ორჯერ დაწინაურდნენ ანგარიშში. მეთოთმეტე წუთზე გიორგი კალანდიას გატანილი გოლი გიორგი კრასოვკიმ 28-ე წუთზე თერთმემეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაქვითა. შეხვედრის 57-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის გოლს კი სტუმრებმა მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე უპასუხეს და ლაშა კუკავას დარტყმულის შემდგომ საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა.
ვიტ ჯორჯია 0 – 3 – 0 სქური
ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდის ოდიშს შორის დაპირისპირების ისტორია სათავეს გასული სეზონიდან იღებს. 2015 წლის 15 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა მეტოქე სტუმრად - 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა მიერ, მატჩის 54-ე წუთზე გატანილ გოლს, რომელიც აქტივში დათა რაფავამ მიითვალა, ჩვენიდან ვაჟა მათიაშვილმა, რევაზ ჩიტიშვილმა და კახა კახაბრიშვილმა 69-ე, 71-ე და 85-ე წუთებზე უპასუხეს.
ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მეორე შეხვედრა მიმდინარე წლის 4 აპრილს შედგა. მცხეთაში ზურაბ ღირდალაძის გოლის წყალობით ვიტ ჯორჯიამ მეტოქეს მინიმალური სხვაობით - 1:0 სძლია.
ვიტ ჯორჯია 2 – 0 – 0 ოდიში
ვიტ ჯორჯიასა და გაგრას ურთიერთდაპირისპირებას შედარებით უფრო დიდი ისტორია გააჩნია. ეს გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 10 შემთხვევაში გამარჯვება ვიტ ჯორჯიას ხვდა წილად, 3 თამაშში ფრე დაფიქსირდა, 4 მატჩი კი ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა.
20.09.2008 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 2:0 გაგრა
30.11.2008 - უმაღლესი ლიგა
გაგრა 0:0 ვიტ ჯორჯია
14.03.2009 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 0:0 გაგრა
18.10.2009 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 5:1 გაგრა
გოლები: 1:0 კვარაცხელია 26' 2:0 ბერიაშვილი 29 3:0 რაზმაძე 30' 4:0 ბეჭვაია 51' 4:1 პავლიაშვილი 55' 5:1 კვარაცხელია 62'
10.03.2010 - უმაღლესი ლიგა
გაგრა 0:1 ვიტ ჯორჯია
გოლი: კლიმიაშვილი 84'
10.04.2010 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 2:0 გაგრა
გოლები: 1:0 ბერიაშვილი 33' 2:0 ბერიაშვილი 37'
19.04.2011 - საქართველოს თასი
გაგრა 3:0 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 კვანტალია 16', 2:0 სეუნი 30, 3:0 სეუნი 79'
04.05.2011 - საქართველოს თასი
ვიტ ჯორჯია 2:4 გაგრა
გოლები: 0:1 კვანტალიანი 42’ 1:1 ჩიმაკაძე 45’ 1:2 სეუნი 56’ 1:3 სეუნი 69’ 2:3 ჩიმაკაძე 80’ 2:4 ციცხვაია 90’
25.09.2011 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 1:0 გაგრა
გოლი: ტყეშელაშილი (ავტოგოლი)
18.12.2011 - უმაღლესი ლიგა
გაგრა 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი: კვვანტალიანი 79'
20.03.2012 - უმაღლესი ლიგა | ფლეი-ოფი
გაგრა 0:0 ვიტ ჯორჯია
03.05.2012 - უმაღლესი ლიგა | ფლეი-ოფი
ვიტ ჯორჯია 6:1 გაგრა
გოლები: 1:0 ლობჯანიძე 1' 2:0 გოგიაშვილი 15' 3:0 ჯანელიძე 28' 4:0 ჩიმაკაძე 48' 5:0 დაუშვილი (პენ.), 5:1 ხუციძე 73' 6:1 კუხალეიშვილი 84'
20.08.2014 - საქართველოს თასი
გაგრა 2:4 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 ნოზაძე 7' 1:1 თათხაშვილი 17' 1:2 დადიანი 19' 1:3 კუხალეიშვილი 23' 1:4 თათხაშვილი 65' 2:4 ჩიტიშვილი (ავტოგოლი)
01.10.2014 - საქართველოს თასი
ვიტ ჯორჯია 2:1 გაგრა
გოლები: 1:0 ღიბრაძე (პენ.) 10' 2:0 ხვისტანი 19' 2:1 ჯერემია 75'
07.12.2015 - პირველი ლიგა
ვიტ ჯორჯია 2:1 გაგრა
გოლები: 0:1 პაპავა, 1:1 კურდღელაშვილი 36' 2:1 კურდღელაშვილი 46
21.05.2016 - პირველი ლიგა
გაგრა 0:0 ვიტ ჯორჯია
ვიტ ჯორჯია 10 – 3 – 4 გაგრა
ვიტ ჯორჯია და ჭიათურა ერთმანეთს სულ 8-ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ მცირედი უპირატესობა ჭიათურელთა მხარესაა, მათ ერთით მეტი მატჩი აქვთ მოგებული. 8 მატჩიდან ვიტ ჯორჯიამ 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 3 წააგო.
14.10.1997 - უმაღლესი ლიგა
ჭიათურა 1:0 ვიტ ჯორჯია
23.04.1998 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 0:0 ჭიათურა
24.10.2007 - საქართველოს თასი
ვიტ ჯორჯია 0:1 ჭიათურა
27.11.2007 - საქართველოს თასი
ჭიათურა 1:1 ვიტ ჯორჯია
28.09.2011 - საქართველოს თასი
ჭიათურა 2:3 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 ჩიმაკაძე 38' 0:2 ზაქრაძე 41' 0:3 ჩიმაკაძე 42' 1:3 ადამაძე (ავტოგოლი) 45' 2:3 ქირია (პენ.) 64'
02.11.2011 - საქართველოს თასი
ვიტ ჯორჯია 2:0 ჭიათურა
გოლები: 1:0 ჩიმაკაძე 7' 2:0 ჩიმაკაძე 11'
06.11.2015 - პირველი ლიგა
ჭიათურა 2:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 ცაგარეიშვილი 36' 1:1 საბაძე 64' 2:1 ჯობინაშვილი 87'
16.04.2016 - პირველი ლიგა
ვიტ ჯორჯია 0:0 ჭიათურა
ვიტ ჯორჯია 2 – 3 – 3 ჭიათურა
ვიტ ჯორჯია და ბორჯომი ერთმანეთს სულ 13-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 6 თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 4 შემთხვევაში საყაიმო შედეგი დაფიქსირდა, 3 თამაში კი მეტოქემ მოიგო.
15.10.2005 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 4:0 ბორჯომი
12.04.2006 - უმაღლესი ლიგა
ბორჯომი 1:0 ვიტ ჯორჯია
14.10.2006 0 უმაღლესი ლიგა
ბორჯომი 2:2ვიტ ჯორჯია
25.10.2006 - საქართველოს თასი
ბორჯომი 0:0 ვიტ ჯორჯია
02.12.2006 - საქართველოს თასი
ვიტ ჯორჯია 4:0 ბორჯომი
21.04.2007 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 0:0 ბორჯომი
23.09.2007
ვიტ ჯორჯია 1:2 ბორჯომი
29.03.2008 - უმაღლესი ლიგა
ბორჯომი 1:2 ვიტ ჯორჯია
13.09.2008
ბორჯომი 0:1 ვიტ ჯორჯია
22.11.2008 - უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია 4:1 ბორჯომი
10.03.2009 - უმაღლესი ლიგა
ბორჯომი 0:3 ვიტ ჯორჯია
06.09.2015 - პირველი ლიგა
ვიტ ჯორჯია 0:2 ბორჯომი
გოლები: 0:1 ხიტარიშვილი 12' 0:2 როსტიაშვილი 78'
26.02.2016 - პირველი ლიგა
ბორჯომი 2:2 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 როსტიაშვილი 5' 1:1 კახაბრიშვილი 25' 2:1 ქუცურუა 66' 2:2 ექვთიმიშვილი 80'
ვიტ ჯორჯია 6 – 4 – 3 ბორჯომი