http://allsport.ge/page-119-news_id-2280-lang-geo.htmlერთად კეთილი საქმისთვის...
04 დეკემბერი 16:14
ფეხბურთი
2012 წლის 13 თებერვალს ქ.თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე ცეცხლ სასროლი იარაღით დაჭრეს 22 წლის ნიკოლოზ მახვილაძე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდში ირიცხებოდა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპეპს მისდევდა. უბედური შემთხვევიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში კომურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ ნიკამ მკერდს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა. მას მხოლოდ დედა და მეგობრები ჰყავს რომლებმაც ყოველგვარი სახსრები ამოწურეს მის გამოსაჯანმრთელებლად. 2009 წლის 21 ივლისს უბედური შემთხვევის გამო მამა გარდაეცვალა.
არაერთი ოპერაცია და რეაბილიტაციის კურსი გაიარა, რომელსაც მცირედი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე გამოჯანმრთელებას გარკვეული ფინანსები სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე ოჯახს არ მოეპოვება.
18 ივნისს გაიმართა საქველმოქმედო მატჩი ნიკას დასახმარებლად. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ყოფილმა და მოქმედმა ეროვნული ნაკრების და ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა. გარკვეული თანხის მოგროვება მოხერხდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მის ბოლომდე ფეხზე დასაყენებლად.
ზურაბ ხიზანიშვილი: "მჯერა, ნიკას ფეხზე დასაყენებლად საჭირო თანხას შევაგროვებთ და მალე გვერდიგვერდ ვითამაშებთ".
დღეს კი, სამწუხაროდ, ნიკას მდგომარეობა უცვლელია.
მივმართავთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბის პრეზიდენტებს, ფეხბურთელებს, სპორტსმენებს და უბრალოდ იმ ადამიანებს რომლებიც გულთან მიიტანენ ნიკას გასაჭირს და გამოთქვამენ დამხარების სურვილს. ჩვენ ყველამ ერთად , ერთად დგომით შეგვიძლია იგი ისევ დავუბრუნოთ აქტიურ ცხოვრებას.
ნიკას სახელზე TBC ბანკში გახსნილია პირადი ანგარიში.
საბანკო კოდი–TBCBGE 22
მიმღების დასახელება–ნიკოლოზ მახვილაძე
ანგარიშის ნომერი–GE84 TB19 5634 5163 6223 42
საკონტაქტო ნომერი: 598 30 70 30, 593 16 51 65 (ნიკოლოზ მახვილაძის დედა)
allsport.ge
მეგი კუპატაძე