შეროზია ”ვიტ ჯორჯიაში” ითამაშებს
“მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა ”ვიტ ჯორჯიას” მხრიდან მარტვილის ”მერანის” მეკარით დაინტერესების შესახებ. შეგახსენებთ, რომ შეროზია ”მერანიდან” გუნდთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდა. როგორც საბოლოოდ გადაწყდა, შეროზია 3 წლის განმავლობაში ”ვიტ ჯორჯიას” ღირსებას დაიცავს.
როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, ეროვნული ჩემპიონატის სხვა კლუბებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ ”ვიტ ჯორჯიას” ვარიანტი არჩია.
ჯონი შეროზია: ”კონტრაქტი 3 წლიანია. “ვიტ ჯორჯია” ბრძოლისუნარიანი, გამოცდილი და მეგობრული გუნდია, ძალიან თბილი გარემო დამხვდა. შევეცდები გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწიო.”
”ვიტ ჯორჯია” ეროვნულ ჩემპიონატში სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-8 ადგილზეა და მხოლოდ 3-ით ჩამორჩება მესამე ადგილოსან გორის ”დილას”. მეორე წრის პირველ მატჩს ვიტელები სტუმრად, რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ გამართავენ 26 თებერვალს.
ედემი ელერჯია
http://worldsport.ge/ge/page/sherozia-vit-...ashi-itamashebs * * *
ჯონი შეროზია: რამდენიმე ვარიანტიდან "ვიტ ჯორჯია" ვარჩიე
ზამთრის შესვენების დროს "მერანში" მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ განხორციელდა, არახალია. შეგახსენებთ, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს: მეკარეებმა - ჯონი შეროზიამ და მიხეილ ხარშილაძემ, მცველებმა - გივი ქარქუზაშვილმა, თემურ ფარულავამ, ირაკლი ციცხვაიამ და ლაშა ღონღაძემ, ნახევარმცველებმა - გიორგი მელქაძემ და ირაკლი ქათამაძემ, თავდამსხმელებმა - კრისი ბანებამ და სანტოსმა.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო გუნდიდან 24 წლის შეროზიას წასვლა.
"მერანის" დაარსების დღიდან შეროზია გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მან მარტვილური კლუბის მაისურა ყველაზე მეტჯერ მოირგო და ადგილობრივი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელიც გახდა. ის სანდო და პერსპექტიულ მეკარედ ითვლებოდა, რისი წყალობითაც გასულ წლებში არაერთხელ მოხვდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში.
ბოლო დროს შეროზია გუნდის კაპიტანიც იყო. ცხადია, დავინტერესდით, სად აპირებს ის კარიერის გაგრძელებას:
- წარმოშობით სენაკიდან ვარ, თუმცა ფეხბურთის თამაში "მერანში" დავიწყე და 7 წელია, აქ ვარ. ყველაფერი, რაც გამაჩნია, ამ გუნდმა მომცა, ამიტომ ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მარტვილში გატარებული პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს, "მერანს" კი წარმატებებს ვუსურვებ.
კარიერას "ვიტ ჯორჯიაში" გავაგრძელებ. თბილისურ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე. მომავალს იმედიანად ვუყურებ და ვეცდები, მწვრთნელის ნდობა გავამართლო.
- სხვა გუნდებიდან თუ გქონდათ შემოთავაზება?
- იყო რამდენიმე ვარიანტი, თუმცა შემდგომი წინსვლისთვის უმაღლესი ლიგა ვარჩიე. "ვიტ ჯორჯია" კარგი გუნდია, თან პირველ ექვსეულში მოხვედრის შანსიც აქვს.
- როგორც გავიგეთ, თქვენით "დინამოც" იყო დაინტერესებული...
- ჩემთვის ასეთი კლუბისგან უბრალო დაინტერესებაც კი სასიხარულოა. "დინამო" ტრადიციული გუნდია, ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. "დინამო" ოცნებისკენ მიმავალი გზაა, რომელიც ნიჭიერებითა და თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა.
* * *
შეროზიას ახალ კლუბთან დაკავშირებით დავძენთ, რომ "ვეტერინარებს" ამ მომენტისთვის 25 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონამდე 11 ქულა, ხოლო ზედა ექვსეულთან სულ რაღაც ერთი ქულა აშორებთ. სიახლეა ისიც, რომ ამ გუნდთან ერთად ვარჯიშობს კიდევ ერთი ექსმერანელი ლაშა ღონღაძე, რომელიც, სავარაუდოდ, კონტრაქტს დღე-დღეზე გააფორმებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული ფეხბურთი - ჩემპიონატი
ავტორი : ბესიკ გვაზავა
* * *
ვიტ ჯორჯიის შემადგენლობა:
მეკარეები:
ჯონი შეროზია
დანტე ჩალიგავა
ლევან ისერგიშვილი
მცველები:
გიორგი მჭედლიშვილი
გიორგი გეთიაშვილი
ლაშა ღონღაძე
ნოდარ იაშვილი
რევაზ ჩიტიშვილი
გიორგი კალანდია
ბექა ბუაჩიძე
ნახევარმცველები:
გიორგი კორიფაძე
შოთა დავლაშელიძე
აკაკი წყაროზია
ირაკლი ღიბრაძე
ნიკოლოზ მაისურაძე
ვანო კურდღელაშვილი
მათე კვირკვია
ვაკო გახარია
ანდრო სოფრომაძე
ლევან ყიფიანი
თავდამსხმელები:
ლევან კუხალეიშვილი
გუჯა ლობჯანიძე
ნიკა სიჭინავა
ერეკლე ხვისტანი
მთავარი მწვრთნელი:
ზურაბ ბერიძე
ასისტენტი:
ლაშა ფირცხალაიშვილი
მეკარეების მწვრთნელი:
არჩილ ღურცკაია
This post has been edited by wit-georgia1 on 18 Jan 2014, 17:58