ნამდვილად არ მინდა, რამე გაწყენინო და რასაც ახლა გეტყვი, თანაფორუმელის შენიშვნად მიიღე (თუ გინდა, არ გაითვალისწინო) – ძალიან ზედაპირული დასკვნები გამოგაქვს და მერე მტკიცებითი ფორმით ამბობ იმას, რაც შენ კი არა, ბევრმა სპეციალისტმაც ბოლომდე და დარწმუნებულად არ იცის.
ყაზახები და აზერბაიჯანლები ჩვენზე წინ არიან ფულით, მაგრამ ჯერ ვერ გვისწრებენ შედეგებით. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხუთი წლის შედეგებით მათზე წინ ვართ.
ასე რომ, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ყაზახები და აზერბაიჯანლები გვჯობნიან, არის დიდი შეცდომა