დაიცა, ეხლა შენ სუმოს ტექნოლოგიებს ნუ ურევ მძლეოსნობაში. არავინ არ სვამს ვიტამინს იმისათვის რომ ქონი მოიგდოს, კუნთური მასის ნამატი კი იმხელა არაა, რომ +30-40 % მოგცეს "უვარჯიშებელი" წონიდან. ცხიმი ბადროს შორს ვერ გაისვრის, კუნთი სჭირდება, და ამავე დროს ამ კუნთის გამოყენება სწორად.
გგონია თუკი ქალთა ძალოსნობას და მძლეოსნობას ყურადღება მიეცა, მაშინ ჩვენი ქალები" ქუხნიდან" გაცვივდებიან და ყველა ბირთვის კვრაზე და შტანგაზე ივლიან?

არა, უბრალოდ თუკი ასეთი პოტენციალის ხალხი გამოჩნდა - სრულად იქნება გამოყენებული.
ანუ ვისაც რა აქვს ძლიერი მხარე - იმას განავითარებს, ზოგი კარგი დიასახლისი იქნება, ზოგი ბიზნესვუმენი, ზოგი მოცურავე, ზოგი ბუღალტერი, ზოგი პარლამენტარი და ზოგიდ ბირთვის მკვრელი.
დომნღუზაშვილს და ქევხიშვინს თავისი ფიზიკური მონაცემები შესაბამის სახეობებში რომ არ გამოეყენებინათ, ფიქრობ ცხოვრების რომელიმე სფეროში მეტს მიაღწევდნენ?