მერანი (მარტვილი) - ზუგდიდი (ზუგდიდი) 2:0 (1:0)
25 აგვისტო. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი. 700 მაყურებელი
მერანი: შეროზია, მელიავა, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ხუბუა, კერძევაძე, მელქაძე, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე 70), შულაია (ლობჟანიძე 86), ფონიავა, კვანტალიანი (ბანეგა 90).
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
ზუგდიდი: მამალაძე, რიგვავა, აქუბარდია, აფაქიძე, ონიანი (ქვარცხავა 60), მირცხულავა, ხუბუა, გუგუჩია, ლომია, წურწუმია (ფარჯიკია 69), ეხვაია (ჭრელაშვილი 54).
მთავარი მწვრთნელები: ოთარ თუთბერიძე, კლიმენტი წიტაიშვილი.
გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (42), 2:0 კუჭუხიძე (92).
გაფრთხილება: მირცხულავა (65), ფონიავა (66), კუჭუხიძე (73), ხუბუა (80), აფაქიძე (81)
მსაჯი: ჯენერი ხორავა (ხობი)
მატჩის შემდეგ:
მალხაზ ჟვანია: ”როგორც დერბის შეეფერება, კარგი თამაში გამოვიდა. მართალია, იყო შეცდომები, თამაშის ხარისხიც იდეალური არ გახლდათ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას.”
კობა წიტაიშვილი: ”მიუხედავად შედეგისა, თამაშით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა იბრძოლეს. ”ზუგდიდს” შეკრებაც არ გაუვლია, ფეხბურთელებმა ვარჯიში ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე დაიწყეს, შეთამაშება გვაკლია, მალე დალაგდება გუნდი და შედეგიც იქნება.
- გულშემატკივარი ”ზუგდიდში” ეგვიპტელი ფეხბურთელის ამირ მეგაჰედის გამოჩენას ელოდა, თუმცა ის განაცხადში არ იყო. მიზეზი?
- მეგაჰედი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რამდენიმე მატჩი ეგვიპტის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. გარკვეული პრობლემების გამო, ის ვერ ახერხებდა საკუთარ გუნდში თამაშს. ამ ეტაპზე ის მზადაა “ზუგდიდს” უხელფასოდ დაეხმაროს. გარდა მეგაჰედისა ჩამოგვყავს კიდე ერთი ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში ”მაინცის” შემადგენლობაში იყო. ასე რომ, “ზუგდიდი” ჩემიონატში იბრძოლებს.”
* * *
Mohamed Zidan მაინცში ეს ფეხბურთელი თამაშობდა,ალბათ ამაზე იგულისხმა წიტაიშვილმა,ახლა ამ გუნდშია Baniyas SC
http://www.transfermarkt.co.uk/en/mohamed-...eler_17275.html This post has been edited by uefa_geo on 26 Aug 2013, 09:39